#დაფიქრდისანამდააჭერ

კიბერდანაშაული დღეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და კოვიდ -19 მას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ყველასათვის, ისე როგორც არასდროს. იყავით ინფორმირებული და იყავით ფრთხილად!

ჩვენ შევაგროვეთ ძირითადი საინფორმაციო მასალა, რომელიც დაგეხმარებათ ონლაინ სივრცეში თავი დაცულად იგრძნოთ. იხილეთ ქვემოთ:

წაიკითხეთ სრულად

იცოდით, რომ ყოველ 39 წამში ერთხელ კიბერშეტევა ფიქსირდება? მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის დღეში, საშუალოდ, 2 244 შემთხვევა, რაც აზიანებს ეკონომიკას, ბიზნესს და ზეგავლენას ახდენს ჩვენს პირად ცხოვრებაზეც კი!

კიბერდანაშაული ახლა ისეა გახშირებული, როგორც არასდროს – „ფიშინგი“, „ჰაკერობა“, სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე შეტევები, „ქარდინგი“, „არაფაილური“ ვირუსები (ransomware), მონაცემთა გაჟონვა და სხვა კიბერსაფრთხეები ამ ათწლეულის ყველაზე დიდ და გლობალურ რისკებს შორისაა. მოსალოდნელია, რომ 2021 წლისათვის კიბერუსაფრთხოების გლობალური ღირებულება მსოფლიოს მასშტაბით 5 ტრილიონ ევროს გადააჭარბებს. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კომპანიების დაახლოებით 80%-ს კიბერშეტევაზე რეაგირების გეგმაც კი არ აქვს შემუშავებული და მეტიც, მათ დარღვევების გამოსავლენადაც კი შეიძლება თვეები დასჭირდეთ. 

კოვიდ-19 პანდემია, აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. მუშაობის, სწავლის, საყიდლების თუ კომუნიკაციის კუთხით ახლა ისე ვართ დამოკიდებულნი კომპიუტერულ სისტემებსა და ინტერნეტზე, როგორც არასდროს. ამასთანავე, სტრესის დროს ან სახლში ონლაინრეჟიმში მუშაობისას, ჩვენ გარშემო ოჯახისწევრების  სიმრავლის გამო, ბევრ ჩვენგანს, შეიძლება, ყურადღება კიდევ უფრო მეტად ეფანტება. ეს ვითარება დაუცველს გვხდის და უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია  ინტერნეტსივრცე ყველასათვის უსაფრთხო გახდეს. ეს ნიშნავს: ჩვენი მონაცემების დაცვას ინტერნეტში ინფორმაციის თვალიერებისას და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვას კიბერშეტევებისგან.

ევროკავშირი ახორციელებს ქმედებებს როგორც გლობალურად, ასევე ლოკალურად. ევროკავშირი საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის ძლიერი და მდგრადი პოლიტიკის შესამუშავებლად. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ევროკავშირმა დაახლოებით 8 მილიონი ლარის დაფინანსება უზრუნველყო. საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე განხორციელებული ბოლოდროინდელი კიბერშეტევები აშკარად მიუთითებს კიბერსივრცეში უსაფრთხოების დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაული ყველა ადამიანის პერსონალური პრობლემაცაა, ამიტომ ევროკავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აწარმოებს კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას #დაფიქრდისანამდააჭერ!

დღეს მსოფლიოს ციფრული უნარები ამოძრავებს. გაეცანით ციფრული პრევენციისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ხელი შეუწყეთ უსაფრთხო ციფრული სივრცის შექმნას საქართველოში.

თვალყური გვადევნეთ და განავითარეთ თქვენი ციფრული უნარები, რათა თავიდან აიცილოთ კიბერშეტევები. კიბერუსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა!

რჩევები ონლაინ უსაფრთხოებისთვის #დაფიქრდისანამდააჭერ

როგორ დავიცვათ კიბერჰიგიენა

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

დაიცავით თქვენი ბიზნესი

დაფიქრდი სანამ დააჭერ

დაიცავი თავი თაღლითობისგან

დაიცავით თქვენი პატარების უსაფრთხოება 

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2020