fbpx
Skip to main content

ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი - ბავშვთა დაცვის სისტემებისა და სერვისების გაძლიერება საქართველოში

Project Description
ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი - ბავშვთა დაცვის სისტემებისა და სერვისების გაძლიერება საქართველოში
პროექტის მიზანია დაეხმაროს მთავრობას ახლად მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესებაში.
კონკრეტულად, პროექტი:
- გააძლიერებს კანონმდებლობასა და პოლიტიკას, სპეციალური დაწესებულებების დახურვის ან რესტრუქტურიზაციის და ამ დაწესებულებებში განთავსებული ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის მიზნით. პროექტი ასევე გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე, ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით.

- პროექტის ფარგლებში შემუშავდება საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების მიზნით, მოხდება პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.

- მართლმსაჯულების დარგში, პროექტის შედეგად დამატებით სპეციალიზაციას შეიძენენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს პროფესიონალები (პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები), დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის შესაბამისად, და ბავშვების ოჯახებიდან განცალკევების საქმეებზე მომუშავე პირები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი და სარეაბილიტაციო სერვისები კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.
Specific Objective
1. ბავშვები სარგებლობენ სახელმწიფო უწყებების გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, განახორციელოს და მონიტორინგი გაუწიოს ბავშვთა მხარდაჭერის პოლიტიკის და პროგრამებს
2. მოქალაქეები, საზოგადოება, პროფესიონალები, მშობლები და ბავშვები მეტად უჭერენ მხარს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს და ბავშვთა აღზდის არაძალადობრივ მეთოდებს
3. კანონთან კონტაქტში მყოფ ბავშვებს ხელი მიუწვდებათ ხარისხიან, ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე
Expected Results
• დეინსტიტუციონალიზაციის და ოჯახის მხარდამერი სერვისების განვითარების საშუალებით ბავშვები სარგებლობენ მზრუნველი, ოჯახურ გარემოთი
• სოციალური კეთილდღეობის ინსტიტუტები და პერსონალი ახორციელებს ხარისხიან და საჭიროებაზე დაფუძნებულ სოციალურ მომსახურებებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე
• მოქალაქეები, საზოგადოება, პროფესიონალები და მშობლები მეტად მიმართავენ აღზრდის პოზიტიურ მიდგომებს და პატივს სცემენ ბავშვთა უფლებებს (მათ შორის გოგონებისა და ბიჭების უფლებას, იზრდებოდნენ ძალადობისგან თავისუფალ, ოჯახურ გარემოში), ბავშვები კი მეტად ინფორმირებულნი არიან საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ
• მართლმსაჯულების სისტემა (იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, პროკურატურა, იურიდიული დახმარების სამსახური) იყენებს ბავშვზე მორგებულ მიდგომებს კანონთან კონტაქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებაში. მათ შორის იგულისხმება დაზარალებული და მოწმე ბავშვები და ოჯახებისგან განცალკევებული ბავშვები
• იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს დანაშაულის პრევენციის რეფერირების პროცედურებს და ხარისხიან პროგრამებს რთული ქცევის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკს მიუღწეველ და განრიდებული ბავშვებისთვის.
Project documents
Project map
Photo gallery
Videos
Positive parenting - parents' self-care- geo
Support to Municipalities on social programming
School mediation video - eng
School mediation video - geo
Positive parenting - Mariam Bagashvili, a parent
Positive parenting - Keti Tatanashvili, a parent
Positive parenting - Ia Mchedlidze, a parent
Positive Parenting discussions in the regions - video about Parents' ABC presentation
Social workers videos Tekla Kistashvili
Social workers videos - Lana Gugeshashvili
Social workers videos - Mariam Siradze
Parents ABC video with Tatuli Bagalishvili
Parents ABC video with Giga Beroshvili
Parents ABC video with Manika Asatiani
Parents ABC video with Ilo Beroshvili
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
ადამიანის უფლებები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
10.12.2020
End Date:
10.12.2023
EU Project Number:
418-090