PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით

Launching of Contributing to PAR project

პროექტის აღწერა

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა აუცილებელია რეფორმის განხორციელებისთვის.
პროექტი უზრუნველყოფს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების და დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის მეშვეობით.
პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტის ირგვლივაა კონცენტრირებული: პოლიტიკის შექმნა, ანგარიშვალდებულება, საჯარო მმართველობა და სერვისების მიწოდება. ხდება რეფორმის განხორციელების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, რაც გადახედვის საშუალებას იძლევა. ტარდება შეფასებები, რომელიც ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშების სახით მზადდება და ავსებს და ამოწმებს მთავრობის მიერ რეფორმის განხორციელებაზე მომზადებულ ანგარიშებს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამოვლენასთან ერთად პროექტის გუნდი იკვლევს მიზეზებს და გაუმჯობესების გზებს თავაზობს.
პროექტის ფარგლებში მზადდება ონლაინ მონიტორინგის პლატფორმა – PAR Tracker – სადაც აისახება მონიტორინგისა და შეფასების შედეგები; რეფორმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მისაწვდომი ხდება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

კონკრეტული ამოცანა

1. PAR-ის განხორციელების მონიტორინგი ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომებით.
2. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უკეთ შეიტანონ წვლილი PAR-ის შესრულების ზედამხედველობის პროცესში.
3. PAR-ის გადახედვის პროცესის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეთა შორის დისკუსიისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით.

მოსალოდნელი შედეგები

– გადამზადებული 11 სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში
– მომზადებული ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები
– პრობლემური საკითხები გამოვლენილი PAR Tracker მეშვეობით და შემუშავებული პოლიტიკის რეკომენდაციები
– სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობით შექმნილი PAR საბჭო
– ეფექტური მონიტორინგის მექანიზმით და კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის სპეციფიკური ინფორმაციით აღჭურვილი სამოქალაქო ორგანიზაციები.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Institute for Development of Freedom of Information (IDFI)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: აჭარა; იმერეთი; კახეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი; ქვემო ქართლი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2019-10-10

  • დასრულების თარიღი:
    2021-10-10

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Institute for Development of Freedom of Information (IDFI)
  • ბიუჯეტი:
    €449 492
  • ვებსაიტი:
    www.idfi.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/IDFI.official
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    409-956

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021