fbpx
Skip to main content

საქართველოს საზღვაო სფერო

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის სანავიგაციო უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის. ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს დასაქმების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საზღვაო სატრანსპორტო სისტემის დანერგვაში, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს რეგიონის წამყვან სატრანსპორტო კვანძად.

ვიდეო ისტორიები

ზღვა საქართველოს მომავალია: განათლება და სამუშაო ადგილების შექმნა                                                                                  

სუფთა ზღვა უკეთესი გარემოსთვის: გაზრდილი კომპეტენციები საზღვაო გარემოს გაუმჯობესებისთვის

საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება: ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო

ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო სექტორი

  • ტვირთების ტრანსპორტირება ზღვით

    მსოფლიო ტვირთების 80% ტრანსპორტირდება ზღვით. 2019 წლის მონაცემთა მიხედვით კი, გასულ წელს ქვეყანაში კონტეინერებით გადაზიდული საქონლის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა გამოიკვეთა (43%-ი). სწორედ საქართველოს საზღვაო სექტორის დამსახურებით ხდება საკვებით, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი ნივთებით მომარაგება უწყვეტ რეჟიმში, პანდემიის დროსაც კი. 

  • რეფორმა საზღვაო სექტორში

    საზღვაო სექტორში ბევრი რეფორმა განხორციელდა, და ამის შედეგად, 2015 წელთან შედარებით ჩვენი მეზღვაურების 40%-ით მეტია დასაქმებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ხოლო მათი ყოველწლიური შენატანი ქვეყნის ბიუჯეტში, სულ მცირე ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს.

  • საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია

    პირველად ისტორიაში, 2021 წელს ქვეყანას ევროკავშირის დაფინანსებით ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია. ეს საშუალებას მოგვცემს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჰქონდეს სტრატეგია, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს წამყვან საზღვაო ქვეყნად.

  • თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა

    შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ პირობების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ქართველ ექსპერტებს გადმოეცა თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა და ჩაუტარდათ ტრენინგი, რაც მათ ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობისა და წყლის ხარისხის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას მისცემს.

შავი ზღვის მრავალფეროვნება და გარემოსდაცვითი გამოწვევები

როგორ ვნებს ნარჩენები შავ ზღვას

გაიგეთ მეტი შავი ზღვის შესახებ აქ

მსოფლიო საზღვაო დღე 2020