პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ნაწილს და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების ჩართვას და მათ მონაწილეობას ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში. იგი ამკვიდრებს ადგილობრივ სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის შექმნითა და გაძლიერებით. იგი ეხმარება ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელების პროცესს. ეს კომპონენტები ევროპული LEADER მიდგომის გამოყენებით ხორციელდება.
სოფლად ეკონომიკის დივერსიფიცირება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის გაზრდა და მესტიის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა.
– ჩამოყალიბდება მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომელიც მოქმედი და საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლიბის წარმომადგენლობითი ორგანოა, და ემსახურება ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებას, და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას სოფლის განვითარების პროცესში.
– ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები შექმნიან და განახორციელებენ გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას, რომელიც მოსახლეობის ყველა ჯგუფის საჭიროებებს და პოტენციალს ასახავს.
– შემუშავდება ინოვაციური ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების დაფინანსების სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
– მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი გახდება სოფლის განვითარების სხვადასხვა ქსელებისა და პარტნიორობების ნაწილი და ხელს შეუწყობს LEADER მიდგომის მდგრადობის შენარჩუნებას საქართველოში.
Care International
პრიორიტეტული სფერო:
ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები
რეგიონები: სამეგრელო-ზემო სვანეთი
დაწყების თარიღი:
2018-12-01
დასრულების თარიღი:
2022-12-31
The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021