ევროკავშირის მხარდაჭერით ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს აცხადებს

29/07/2021

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს, იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას.

საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის „ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია Action Against Hunger, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) პარტნიორობით.

საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახმეტის LAG-ის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნის „ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური განვითარების გაუმჯობესება“ განხორციელებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განისაზღვრა სამი პრიორიტეტი:
1. საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს გაუმჯობესება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობით
2. ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და ტურიზმის სექტორებში თვითმდგრადობის განვითარების ხელშეწყობით
3. სოციალური სექტორის გაძლიერება სოციალური ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზით

დაფინანსების მისაღებად, საპროექტო წინადადება შესაბამისობაში უნდა იყოს სტრატეგიის ცხრილში მითითებულ სულ მცირე ერთ ქმედებასთან, განაცხადში ნათლად უნდა განმარტოთ, რომელ ქმედებას შეესაბამება თქვენი პროექტი.

პროექტი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ქმედებისთვის ცხრილში მითითებული მინიმალური და მაქსიმალური ბიუჯეტის ოდენობას.

განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი თანადაფინანსება. ყოველი ქმედების მინიმალური თანადაფინანსება, ფულადი და არაფულადი, ასევე მოცემულია ცხრილში.

როგორ ჩატარდება განაცხადების მიღების პროცესი?

საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი – პირველადი განაცხადების წარდგენა წარდგენა
II ეტაპი – სრული საპროექტო წინადადების წარდგენა

განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ახმეტის LAG-ის ვებ გვერდზე www.akhmetalag.ge და ფეისბუქ გვერდზე Akhmeta LAG.

პირველადი განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 21 აგვისტო.

განმცხადებელი ვალდებულია შეავსოს განაცხადის ფორმის ყველა პუნქტი და წარადგინოს განაცხადის მოწოდების დადგენილ ბოლო ვადამდე. ყველა განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: akhmetalag@gmail.com

შენიშვნა: ხელნაწერი ვერსიები არ მიიღება.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოწყვლადი სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ინკლუზიურ და თემზე დაფუძნებულ მიდგომას, ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ინიციატივა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოში. პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან, ჯამური ბიუჯეტით 234,5 მილიონი ევრო, და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge

საკონტაქტო პირები:

  • ლევან შაშიაშვილი, კოორდინატორი, KRDF: +995 577 326 826 levanishashiashvili@gmail.com
  • სვეტლანა ბორჩაშვილი, LAG-ის კოორდინატორი: +995 595 113 314 sveta.borchashvili@gmail.com

დანართები:

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021