EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის

პროექტის აღწერა

პროექტის “საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. წარმოდგენილი პროექტი შექმნის ხელსაყრელ პირობებს სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციებისთვის საქართველოსა და სომხეთში და ხელს შეუწყობს საზღვრისპირა თემებში მცხოვრები შესაძლებლობებს მოკლებული ახალგაზრდების პოტენციალის განვითარებას მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებლის მოტანის მიზნით.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ახალგაზრდების მხარდამჭერი ფართო ინიციატივის და EU4Youth პროგრამის ნაწილია.

კონკრეტული ამოცანა

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება სოციალური მეწარმეობის სფეროში სოციალური ერთობის, დასაქმების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და უთანასწორობის შემცირების მიზნით. პროექტის კონკრეტული მიზანია საქართველოსა და სომხეთში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა შესაძლებლობების გაძლიერების, სუბ-ეროვნულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის წახალისებისა და სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის საშუალებებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემების, შექმნის გზით.

მოსალოდნელი შედეგები

SEED პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება დაინტერესებული მხარეების პლატფორმა სუბ-ეროვნული, ეროვნული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მიზნით, ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის საქმიანობის გასააქტიურებლად და პოლიტური დიალოგის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, SEED შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასალებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მწვანე ინოვაციებსა და მდგრად განვითარებას, რათა განვითარდეს სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების უნარები საქართველოსა და სომხეთის სამიზნე რეგიონებში.
ამის გარდა, პროგრამის მიზანია მინიმუმ 20 ახალი პროექტის მხარდაჭერა სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების მიმართულებით, რომელიც განხორციელდება სამიზნე რეგიონებში.

საკომუნიკაციო მასალები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Gallery


CENN; Kakheti Regional Development Foundation

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები; ყოვლისმომცველი პრიორიტეტული სფეროები; ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: სამცხე-ჯავახეთი; კახეთი; შიდა ქართლი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2019-12-19

  • დასრულების თარიღი:
    2022-10-19

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    CENN; Kakheti Regional Development Foundation
  • ბიუჯეტი:
    €1 600 000
  • ვებსაიტი:
    www.environment.cenn.org
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/ThinkNaturally/?ref=bookmarks
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    412-395

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021