ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

პროექტის აღწერა

36 თვეზე გაწერილი აქტივობა ითვალისწინებს უმუშევრობასთან დაკავშირებული არსებული ნაკლოვანებების მოგვარების ხელშეწყობას დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებით, უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის სამუშაო ადგილებისა და პროფესიული კონსულტირების უზრუნველყოფით. ასევე, გათვალისწინებულია მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინტენსიური სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც მათ კომპეტენციებსა და უნარებს აამაღლებს და ქვეყნის მასშტაბით რეალური დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს.

კონკრეტული ამოცანა

– SESA-ს მიერ უზრუნველყოფილი დასაქმების სერვისების, კერძოდ სამიზნე რეგიონებში უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის სამუშაო ადგილების შევსების და პროფესიული კონსულტირების გაუმჯობესებული ხარისხი საერთაშორისო გამოცდილების გაცვლითა და SESA-ს გაზრდილი ინსტიტუციური შესაძლებლობების მეშვეობით.
– უმუშევრად მყოფი მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება ინტენსიური სწავლების ახალი მეთოდის განვითარებითა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების SESA-ს თანამშრომლობის ფარგლებში „განსაკუთრებულად რთულად დასასაქმებელი “ადამიანების საჭირო კომპეტენციებით აღჭურვა.

შრომისუნარიანობისა და დასაქმების ხელშეწყობა თბილისში, აჭარაში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში.

მოსალოდნელი შედეგები

SESA-ს ციფრული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, პროექტი (1) უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს გახდის შესაბამისი უნარების დაკავშირებას (skills matching) საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით პროფორიენტაციის, პროფესიული კონსულტირებისა და სამუშაო ძიების პროცესში შუამავლობით. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ინოვაციური სწავლების მოდელის დანერგვით, პროექტი (2) უფრო ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი უწყვეტი განათლების (lifelong learning) უნარების განვითარების შესაძლებლობებს სამიზნე რეგიონებში. ამ სერვისების ხელმისაწვდომობა და ცნობადობა დამატებით გაიზრდება უმუშევართა და დამსაქმებელთათვის მიზნობრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Gallery


Friedrich-Ebert-Stiftung

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება; მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები; ყოვლისმომცველი პრიორიტეტული სფეროები; ყოვლისმომცველი პრიორიტეტული სფეროები

  • რეგიონები: აჭარა; კახეთი; ქვემო ქართლი; იმერეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი; შიდა ქართლი; თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-11-01

  • დასრულების თარიღი:
    2023-12-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Friedrich-Ebert-Stiftung
  • ბიუჯეტი:
    €998 977
  • ვებსაიტი:
    www.fes-caucasus.org
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/fesgeorgia
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    418-066

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021