ENPARD

საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებსაც ევროკავშირი ENPARD პროგრამის ფარგლებში უჭერს მხარს

 ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.

საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს:

  • სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში;

  • სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებით და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;

  •  სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემო პირობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით.

 2013-2022 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევროა:

  • I ფაზა – € 52 მილიონი, 2014-2017

  • II ფაზა – € 50 მილიონი, 2016-2019

  • III ფაზა – € 77.5 მილიონი, 2018-2022

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი კამპანია “კარგი მოსავალი” აქ 

სოფლის განვითარების მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი კამპანია “ჩემი სოფელი” აქ 

ENPARD პროგრამის აქტივობების რუკა

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

პუბლიკაციები


2020

2016

2015

დაბრუნება

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021