ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Youth პროგრამის ფარგლებში, CENN საქართველოს 3 რეგიონში სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსს აცხადებს

01/12/2020

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ორგანიზაცია CENN ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგრანტო კონკურსს იწყებს.

სოციალური ინოვაციების კონკურსის მიზანია ისეთი პროექტების გამოვლენა და დაფინანსება, რომლებიც ავითარებენ და წარმოაჩენენ სოციალურ ინოვაციებსა და სამეწარმეო იდეებს ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კონკურსის მთავარი ამოცანა ახალგაზრდების (18-29 წლის), შშმ პირების, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, გოგონების, ეკომიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება. ფინანსური დახმარების მოსალოდნელი შედეგებია სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა და ამ გამოწვევების გარდაქმნა მწვანე ინოვაციებისა და ინკლუზიური ზრდის შესაძლებლობებად მოქნილი პროექტების საშუალებით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს 18-დან 29 წლამდე, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რეგისტრირებული სტატუსის მქონე სასოფლო კოოპერატივებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი, ასოციაცია და ა.შ.), ინდმეწარმეებს, საინიციატივო ჯგუფებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს; გორის, ნინოწმინდისა და ახმეტის თვითმმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს.

საგრანტო კონკურსის ეტაპებია:

  1. პირველადი განაცხადის შემოტანა (01/12/2020 – 01/01/2021)
  2. პირველადი განაცხადის შეფასება (10/01/2021)
  3. GREENcubator-ის აქსელერაციის პროგრამა (19/01/2021- 12/02/2021)
  4. სრული განაცხადის წარდგენა (15/02/2021)
  5. შეფასება და დაფინანსება (15/02/2021)

საგრანტო კონკურსის თემატური მიმართულებებია:

  • ცირკულარული ეკონომიკა
  • კლიმატგონივრული გადაწყვეტილებები
  • რესურსების მდგრადი მართვა
  • ტურიზმი
  • მწვანე ქალაქები და ტრანსპორტი
  • ჯანდაცვა
  • სოციალური ინტეგრაცია
  • მიგრაცია
  • რეგიონული სტრატეგიები – ეკონომიკური დივერსიფიკაცია და ცხოვრების დონის გაუმჯობესება

განმცხადებელმა საგრანტო იდეის პირველადი ელექტრონული განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 1 იანვრამდე. კონკურსის ყველა ეტაპის შესახებ ინფორმაცია, ვადები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ საგრანტო სახელმძღვანელოში CENN-ის გარემოსდაცვით ცოდნის პორტალზე.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Youth-SEED პროექტის უმთავრესი მიზანია შექმნას ხელსაყრელი გარემო პირობები სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების განვითარებისთვის საქართველოსა (გორი, ახმეტა, ნინოწმინდა) და სომხეთის (ლორი, თავუში, შირაკი) საზღვრისპირა რეგიონებში. პროექტის ამოცანაა აღმოაჩინოს სამეწარმეო პოტენციალი ყველაზე მოწყვლად მუნიციპალიტეტებში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას მეწარმეობის მიმართულებით.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021