ევროკავშირის მხარდაჭერით გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის საგრანტო პროგრამა ცხადდება

20/07/2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში, ცხადდება საგრანტო კონკურსი გურიაში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სამეგრელოსა (ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) და აჭარაში (ბათუმი, ქედა, ქობულეთი) მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის.

პროექტის შესახებ: 

პროექტი – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით. 

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო. 

საგრანტო პროგრამის მიზანი: 

საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მათ შექმნან ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:  

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარემო სუბიქეტებს (ინდ. მეწარმე, შპს, რეგსიტრირებული კოოპერატივი და ა.შ.), რომელთა ძირითადი საქმიანობა ხორციელდება ზემოთხსენებულ სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში. 

მოთხოვნები სამეწარმეო სუბიექტის მიმართ:

  • სამეწარმეო სუბიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს მინიმუმ სამი წელი;
  • სამეწარმეო სუბიექტის ბრუნვა წლის განამვლობაში არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს;

საგრანტო დაფინანსების პრინციპი:

  • საგრანტო კონურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 2500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 6000 ევროს. 
  • საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.

განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:

1. საგრანტო განაცხადით წარმოდგენილი იდეის კავშირი კონკურსის მიზანთან;

2. იდეის მკაფიო აღწერა. სამუშაო ადგილების შექმნის გეგმის დეტალური აღწერა. საკონსულტაციო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მკაფიო გეგმა;

3. განმცხადებლის სტატუსი – განმცხადებლის სტატუსი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილოების უფლების მქონე სუბიექტების სტატუსს;

4. განმცხადებლის ცოდნა ან/და გამოცდილება წარმოდგენილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით;

5. ხელშემწყობი წინაპირობები, პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებული გარემო ფაქტორები და რესურსები (ადამიანური, ტექნიკური და ა.შ.);

6. პროექტის განხორციელების მიდგომები. პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი აქტივობები;

7. პროექტის ფინანსური დაგეგმარება (ლოგიკური ბიუჯეტი – ხარჯების რეალისტური გათვლა);

8. პროექტის განხორციელების რისკები და მათი შემცირების გზები;

9.პროექტის განხორციელების მკაფიო გეგმა-გრაფიკი, პროექტის განხორცილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

11. პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები;

12. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა;

გრანტის მიმღები ვალდებულია შემოთავაზებული გეგმის მიხედვით დაასაქმონ ზემოთხსენებულ პროექტში ჩართული  ბენეფიციარები (ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები შესაბამისი გენდერული ბალანსის გათვავალისწინებით).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შერჩევის შედეგები ეცნობება განმცხადებლებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე განმცხადებელს მიეცემა წერილობითი პასუხი უარის თქმის მიზეზების შესახებ.

საგრანტო განაცხადების შეფასების პროცესში შესაძლებელია დამატებითი ქულა მიენიჭოს ისეთ პროექტებს რომლებიც წარმოადგენს რეგიონის დონეზე ინოვაციას ან/და გარემოზე დადებითი შედეგი (მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას). 

საგრანტო თანხით არ დაფინანსდება:

1. ხელფასები (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა დაფინანსდეს ექსპერტის/სპეციალისტის ჰონორარი) და მიმდინარე ხარჯები; 

2. მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, შინაური ფრინველების, ფუტკრის ოჯახების შეძენა; 

3. უძრავი ქონების შეძენა; 

4. სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა; 

5. კვლევების ან ტრენინგების ინდივიდუალური დაფინანსება გარდა იმ შემთხვევებისა როცა ის წარმოადგენს ძირითადი საქმიანობის შემადგენელ კომპონენტს; 

6. აკადემიური და სამეცნიერო კვლევები;  

7. სასწავლო/სამეცნიერო გრანტები; 

8. ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა; 

9. ვალები და მომავალი შესაძლო ზარალისათვის გათვალისწინებული ხარჯები; 

10. გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები; 

11. ზარალი, გამოწვეული სავალუტო კონვერტაციის შედეგად; 

12. მესამე მხარისათვის გაცემული სესხები; 

13. სადაზღვევო ხარჯები; 

14. ავტო სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და შეკეთების ხარჯები (პროექტის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დაშვებული იქნეს გამონაკლისი); 

15. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები;

16. საქმიანობები, რომლებიც პირდაპირი ან ირიბი სახით ზიანს აყენებენ გარემოს;

17. ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ან რელიგიურ სამიანობასთან.   

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის ფორმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: www.ici.org.ge; www.iod.ge www.atinati.org  შევსებული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: ici.info.02@gmail.com- გურიის რეგიონი;  info@iod.ge – აჭარა;  office@atinati.org -სამეგრელო;                                                                                                 

სათაურის ველში მიუთითეთ: საგრანტო პროგრამა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 სექტემბერი. არასრული ან დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: 

გურია – ოთარ რევიშვილი; 599 9818 98; revishvili@gmail.com

აჭარა – ნესტან კახაძე; 577452515; n.kakhadze@iod.ge

სამეგრელო – ხათუნა გადელია; 571 53 88 28; khatuna@atinati.org

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021