AFD-ENPARD პროგრამა სოფლის მეურნეობის ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად მცირე მასშტაბის ნახევრად კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, FinExCoop საქართველო

პროექტის აღწერა

ფინანსები, ექსტენციის სერვისები და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop Georgia) 4-წლიანი პროექტია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. იგი მიზნად ისახავს გაუმჯობესოს მცირე მასშტაბის ნახევრად კომერციული მეურნეობებისთვის ფინანსებზე წვდომა (ოჯახური პატარა დინამიური ფერმები, რომლებიც ადეკვატური ტექნიკური და ფინანსური დახმარებით შეძლებენ გახდნენ კომერციული ფერმები) ასევე წაახალისოს და უხელმძღვანელოს მიზნობრივი ჯგუფის ფერმერებს და კოოპერატივებს. იგი ქართველ ფერემრებს და კოოპერატივებს თავაზობს შესაძლებლობების განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებას, რითაც იზრდება მათი კრედიტუნარიანობა და ფინანსური ინკლუზია.
ამას გარდა, პროექტი ტექნიკურ დახმრებას უწევს ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მზად არიან გაზარდონ მცირემასშტაბიანი ფერმებისა და კოოპერატივების დაფინანსება ინოვაციური და აგროფინანსური მოდელებისა და პროდუქტების შექმნით. და ბოლოს, პროექტი ხელს უწყობს დიალოგს სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით.

კონკრეტული ამოცანა

1. აგრო სესხების პრობლემების გადაჭრა მცირე დინამიური მეურნეობებისათვის და კოოპერატივებისათვის, რომლებიც ვერ იღებენ დაფინანსებას მთავრობის “იაფი სესხის პრგრამიდან”
2. ხელი შეუწყოს შესაბამისი კრიტერიუმების შესაბამისად, ინვესტიციებს იმისათვის რომ გააუმჯობესსოს ბენეფიციარების განვითარება;
3. უზრუნველყოს ტექნიკური დახმარების პროექტის საშუალებით, ბენეფიციარებისთვის მორგებული ეკონომიკური, ფინანსური და ტექნიკური მითითებები, რათა გააძლიერონ თავიანთი სანდოობა და კონკურენტუნარიანობა, ასევე მოთხოვნაზე ორიენტირებული ტექნიკური დახმარება ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებსაც სურთ გაზარდონ თავიანთი მცირე მასშტაბური ნახევრად კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების პორტფელები.

მოსალოდნელი შედეგები

– დეტალური დიზაინი: ეგრეთ წოდებული მცირე მასშტაბის დინამიური ნახევრად კომერციული მეურნეობების და პერსპექტიული კოოპერატივების ზუსტი იდენტიფიკაცია და შესაბამისი საკონსულტაციო სქემის შექმნა მათი საჭიროებების შესაბამისად, არსებული სქემების, განსაკუთრებით კი ინფორმაციისა და საკონსულტაციო ცენტრების გათვალისწინებით;
– საპილოტე საკონსულტაციო ქსელის სქემა: ადგილზე საკონსულტაციო მომსახურება და ეკონომიკური, ფინანსური და ტექნიკური რჩევების მიცემა (ანგარიშვალდებულება, ბიზნეს გეგმა, საუკეთესო პრაქტიკა, მარკეტინგის გეგმა და ა.შ.) ფერმერების პროდუქტიულობისა და მომგებიანობის გაზრდის მიზნით;
– ინოვაციური ხელსაწყოების მიზანშეწონილობა: საპილოტე ექსპერიმენტები ქონების / მიწის კრედიტის სფეროებში, ხელშეკრულებითი მეურნეობის დაფინანსების სქემები, იჯარა, საინვესტიციო გრანტებეი საგარანტიო მექანიზმები;
– მოკლე პერიოდის ექსპერტიზა ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაში: მაგ. კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ან რისკების შეფასების სპეციალური ინსტრუმენტების / მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის;
– წვლილის შეტანა პოლიტიკურ დიალოგში სოფლის მეურნეობის სექტორისა და, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის ფინანსების სფეროში;
– მონიტორინგი, ანგარიშგება და აუდიტი: პროექტის განხორციელების რეგულარული შეფასება და გავლენა.






* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Agence Française de Développement

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: მთელი საქართველო; კახეთი; შიდა ქართლი; ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2017-11-20

  • დასრულების თარიღი:
    2022-02-16

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Agence Française de Développement
  • ბიუჯეტი:
    €4 000 000
  • ვებსაიტი:
    www.finexcoop.com
    www.finexcoop.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/Finexcoop-Georgia-104576834812461
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    123-321

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021