fbpx
Skip to main content
02/07/2021

ონლაინ კონფერენცია: გააციფრულე შენი ბიზნესი

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწვევენ სოფლად მომუშავე მცირე საშუალო მეწარმეებს ონლაინ კონფერენციასა და ტრენინგს „გააციფრულე შენი ბიზნესი“.

კონფერენციისა და ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ციფრულ პლატფორმებსა და ელექტრონულ ხელსაწყოებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის კომერციულ წარმატებას.

მონაწილეები, რომლებიც ტრენინგის ორივე დღეს დაესწრებიან, მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

კონფერენცია/ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 3და 4 ივლისს. რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე: https://bit.ly/3xegTLF

***

პროექტი „გააციფრულე შენი ბიზნესი’’ ხორციელდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge