26 მაისის სახელობის პარკის განახლება

გორის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ “ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის” პროექტის ფარგლებში ქალაქ გორში არსებული “26 მაისის” სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ საქმიანობის მიზანია ტურისტებისათვის ნაკლებად ცნობილი ქალაქის ისტორიული ნაწილის ინფრასტრუქტურის განვითარება, მეტად პოპულარიზაცია და ტურისტული პოტენციალის ზრდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისათვის დასვენებისა და კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად კიდევ ერთი ადგილის შექმნა.

2019-2021 წლის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე შემდეგი საქმიანობები ხორციელდება:
– მიმდინარეობს 230 კვ.მ არსებული შენობის რეაბილიტაცია. ეს შენობა ხელოვნების გამოფენების გამოფენებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
– აიგო ახალი შენობა, (291.5 კვ.მ), სადაც ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ბარგის შესანახი კამერები, სუვენირების მაღაზიები და სან. კვანძები მოეწყობა. იგივე შენობაში ბიზნეს საკონსულტაციო სერვისებიც განთავსდება, რომელიც ახალგაზრდებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კონსულტაციას გაუწევს ბიზნესის წარმატებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
– მოხდა ცნობილი “ლომჭაბუკის” ძეგლის (ავტ. ზ. წერეთელი) აღდგენა-რესტავრაცია.
– პარკის მთელ ტერიტორიაზე (8350 კვ.მ). მოეწყო მწვანე საფარი, საირიგაციო სისტემა, განათება, სკამები და ბილიკები.

პროექტი: ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021