fbpx
Skip to main content

ჩემი სოფელი: ევროკავშირი მხარს უჭერს თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარებას საქართველოში

01/10/2020

1000 სამუშაო ადგილი სოფლად და თითქმის 10,000 ადამიანის გაუმჯობესებული ცხოვრება – ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ჩართულობით თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შედეგები საქართველოში. ჩვენი კამპანია “ჩემი სოფელი” წარმოგიდგენთ შვიდ ისტორიას, რომლებიც მოგიყვებათ LAG-ების და იმ შთამბეჭდავი ინიციატივების შესახებ, რომლებიც რეგიონებში მათი დახმარებით განხორციელდა.

საქართველოს განსაკუთრებული კულტურისა და ხიბლის გასაცნობად სოფელი საუკეთესო ადგილია. თუმცა, თავისი მნიშვნელობით, სოფელი გაცილებით მეტია ვიდრე ტრადიციები და ისტორია; ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელიც სოფლად ცხოვრობს და სოფელშია დასაქმებული, ადგილზე ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ხშირ შემთხვევებში, მკაცრმა საცხოვრებელმა პირობებმა და მასიურმა ემიგრაციამ, რაც დიდ ქალაქებში უკეთესი ცხოვრების ძიების სურვილმა გამოიწვია, ხელი შეუწყო სოფლების მიტოვებას. თუმცა, ბოლო დროს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების კონკრეტული მაგალითები, გადაარჩინონ სოფელი და ახალი სიცოცხლე შესძინოს მას, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, არსებობს გზაც.

ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. 2013 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვეხმარებით მთავრობას პოლიტიკის შემუშავებაში და წარმატებული ევროპული პრაქტიკის დანერგვაში. ასევე, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერების მიზნით, რათა მათ თავად შეძლონ საკუთარი თემისა და სოფლის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენი დახმარებით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ასეთი ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთესს დასაქმების საშალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს.

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება.

ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რომ გაგაცნოთ ზოგიერთი LAG-ის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლის წარმატების ისტორია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ გაჩვენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით აღწევს. მათ შეძლეს საკუთარი სოფლების განვითარების ხელშეწყობა. რას გააკეთებდი შენი სოფლისთვის? შემოგვიერთდი და გააძლიერე!

დამატებითი ინფორმაციისთვის მხარდაჭერისა და წარმატების ისტორიების შესახებ, გაეცანით ჩვენი კამპანიის გვერდს ან Facebook გვერდს.