fbpx
Skip to main content

ჩემი სოფელი

1000 სამუშაო ადგილი სოფლად და თითქმის 10,000 ადამიანის გაუმჯობესებული ცხოვრება – ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ჩართულობით თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შედეგები საქართველოში.

თვალი ადევნეთ კამპანიას “ჩემი სოფელი” და გაეცანით შვიდ ისტორიას, რომლებიც მოგიყვებათ LAG-ების და იმ შთამბეჭდავი ინიციატივების შესახებ, რომლებიც რეგიონებში მათი დახმარებით განხორციელდა!

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესახებ

ისტორია 1 – ადგილობრივი თემის მობილიზაცია თეთრიწყაროში

საქართველოში ევროკავშრის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები აერთიანებენ ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს შეიმუშავებენ. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემენ. ჩვენ რამოდენიმე LAG-ის შესახებ მოგიყვებით და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობას გაგაცნობთ.

ისტორია 2 – თეთრიწყაროს LAG-ის მხარდაჭერით  თოკების პარკის ატრაქციამ რეგიონს ახალი სიცოცხლე შემატა

თუ თბილისთან ახლოს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ეძებთ, აუცილებლად ესტუმრეთ ევროკავშირისა და თეთრიწყარო LAG-ის მხარდაჭერით შექმნილ თოკების პარკის ატრაქციას ალგეთის ეროვნულ პარკში. ატრაქციამ არა მარტო გაზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, არამედ რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებიც შექმნა და ადგილობრივ მოსახლეობასაც მოუტანა სარგებელი. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ წარმატებულ პროექტს მთელი რეგიონის წარმატებას შეუწყოს ხელი. 

ისტორია 3 – ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

რას იტყვით, თუ გაიგებთ, რომ ვისკი ქართულ ტრადიციულ ქვევრში მზადდება? ეს შესაძლებელია ალექსანდრე კვერნაძის წყალობით, რომელმაც ექსკლუზიური ქვევრის ვისკის წარმოება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეს, ევროკავშირის მხარდაჭერით, „ალექსანდრე დისტილერი“-მ არა მარტო გაზარდა წარმოება, არამედ ინოვაციური მარანიც ააშენა და ეს ადგილი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

ისტორია 4 – შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოებს და ქედაში უფრო მეტ ტურისტს იზიდავს

მათთვის, ვისაც მთის ბუნება და ნატურალური ღვინო უყვარს, მაღალ მთებში ჩაკარგული შერვაშიძეების მარანი ქედაში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ, შთამბეჭდავი და საინტერესო ინტერიერის მქონე, ნალიის ტიპის კოტეჯებში გიმასპინძლებთ. კოტეჯების დახმარებით, რომელთა აივნებიდან საოცარი ბუნება იშლება, შერვაშიძეების მარანი უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს და ქედაში დამატებით სამუშაო ადგილებსაც ქმნის.

ისტორია 5 – ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

ლამზირა ქედადან მაგალითს აძლევს ადგილობრივ ქალბატონებს. ლამზირა მრავალი წელია მეფუტკრეობას მისდევს და ევროკავშირის დახმარების წყალობით დღეს მისი სკების ზღაპრული ქოხი სტუმრებს თავბრუს ახვევს თაფლისა და ფიჭის სურნელებით და შესაძლებლობას აძლევს, თავად ჩაერთოთ თაფლის დამზადების პროცესში. წაიკითხეთ ისტორია როგორ ეხმარება ევროკავშირის პროექტი ადგილობრივებს მაქსიმალურად გამოიყენონ არსებული რესურსები.

ისტორია 6 – კენკროვანი კულტურის მოყვანა მაღალმთიან აჭარაში

ძირკვაძის ოჯახს ხულოდან ქვეყანაში ხარისხიანი კენკროვანი კულტურის მწარმოებლად იცნობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით, ოჯახმა პროდუქციის ბრენდირება შეძლო და აჭარის ბაზრის 100%-იანი მომმარაგებლებიც გახდა. ძირკვაძის წარმატებამ და ევროკავშირის მრავალწლიანმა მხარდაჭერამ დაარწმუნა ადგილობრივები, რომ შეუძლიათ საკუთარ რეგიონში ღირსეული შემოსავალი მიიღონ, ხოლო ახალგაზრდებს აგრონომიის სწავლისა და მშობლიურ მხარეში დაბრუნების მოტივაცია მისცა.

ისტორია 7 – ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში

ძირკვაძის ოჯახს ხულოდან ქვეყანაში ხარისხიანი კენკროვანი კულტურის მწარმოებლად იცნობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით, ოჯახმა პროდუქციის ბრენდირება შეძლო და აჭარის ბაზრის 100%-იანი მომმარაგებლებიც გახდა. ძირკვაძის წარმატებამ და ევროკავშირის მრავალწლიანმა მხარდაჭერამ დაარწმუნა ადგილობრივები, რომ შეუძლიათ საკუთარ რეგიონში ღირსეული შემოსავალი მიიღონ, ხოლო ახალგაზრდებს აგრონომიის სწავლისა და მშობლიურ მხარეში დაბრუნების მოტივაცია მისცა.