fbpx
Skip to main content

EU ENPARD-ის გრანტები – საჭირო დამხმარე დოკუმენტები

განაცხადის დოკუმენტაცია:

პროექტთან დაკავშირებულ კითხვებთან ერთად, განმცხადებლებს მოეთხოვებათ პლატფორმაზე დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა:

კომპანიები/ მცირე და საშუალო მეწარმეები:

  • დირექტორის/თავმჯდომარის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • რეგისტრაციის ამონაწერი “ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრიდან”
  • განაცხადში მითითებული მიწის/საკუთრების ცნობა ან იჯარის ხელშეკრულება
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მცირე და საშუალო მეწარმის სახელზე განაცხადი შესაძლოა წარადგინოს მხოლოდ ან ორგანიზაციის იურიდიულმა წარმომადგენელმა ან ნებისმიერმა პირმა, ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

კოოპერატივებისთვის:

  • კოოპერატივის წარმომადგენლის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • რეგისტრაციის ამონაწერი “ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრიდან”
  • განაცხადში მითითებული მიწის/საკუთრების ცნობა ან იჯარის ხელშეკრულება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კოოპერატივის სახელზე განაცხადი შესაძლოა წარადგინოს მხოლოდ ან ორგანიზაციის იურიდიულმა წარმომადგენელმა ან ნებისმიერმა პირმა, ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

ინდივიდუალური ფერმერებისთვის:

  • განმცხადებლის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • განაცხადში მითითებული მიწის/საკუთრების ცნობა ან იჯარის ხელშეკრულება
  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის ცნობა (თუკი ფერმერი ჯერ არ არის დარეგისტრირებული, გრანტის მიღების მიზნით განმცხადებელს ხელშეკრულების ხელმოწერიდან მიეცემა ორი კვირა რეგისტრაციისათვის)