fbpx
Skip to main content

EU ENPARD გრანტები – როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა

განაცხადის შევსება:  პლატფორმაზე დაკავშირების შემდეგ, განმცხადებელმა უნდა შექმნას თავისი პროფილი, ელ.ფოსტისა და პაროლის მითითების გზით. შესვლის შემდეგ, ის შეძლებს კონკურსის ფარგლებში ოფიციალური განცხადების წარდგენას. მან უნდა აღწეროს პროექტი, სადაც მითითებული იქნება პროექტის აღწერილობა, შერჩეული აღჭურვილობა, რომლისთვისაც არის მოთხოვნილი გრანტი და თანდართული იქნება ყველა დამხმარე დოკუმენტი.

გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა. 

განმცხადებლის პროგრამასთან შესაბამისობისა და ბიუჯეტის შემოწმება: განაცხადის წარდგენისთანავე, FAO შეამოწმებს განაცხადში წარდგენილ ბიუჯეტსა და განაცხადის პროგრამასთან შესაბამისობას. თუკი საჭირო გახდება ცვლილების შეტანა,  FAO დაუკავშირდება განმცხადებელს და შესთავაზებს ცვლილებებს, რათა დარწმუნდეს, რომ განაცხადი შეესაბამება პროგრამის მოთხოვნებს.

დამხმარე დოკუმენტების წინასწარი შემოწმება: ბიუჯეტის წინასწარი შემოწმების შემდეგ, FAO მოახდენს  მიღებული დამხმარე დოკუმენტაციის წინასწარ შემოწმებას.

სავერიფიკაციო საველე ვიზიტი: წინა ეტაპების შემდეგ,  FAO ან მისი განმახორციელებელი პარტნიორი ჩაატარებს საველე ვიზიტს,  რათა გადაამოწმოს განაცხადში მითითებულ ინფორმაცია. საველე ვიზიტმა უნდა დაადასტუროს, რომ:  

დასკვნა

ინფრასტრუქტურა შეესაბამება კომერციულ საქმიანობას

დიახ/არა

საკუთრების საერთო მდგომარეობა მისაღებია

დიახ/არა

საკუთრება შეესაბამება განაცხადს

დიახ/არა

აქტივები შეესაბამება განაცხადს

დიახ/არა

სამუშაო პირობები მისაღებია

დიახ/არა

ინფრასტრუქტურაზე წვდომა უზრუნველყოფილია(გზა, ელექტროენერგია, წყალი)

დიახ/არა

სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებთან შესაბამისობა

დიახ/არა

საერთო შეფასება დამაკმაყოფილებელია/ რეალობა შეესაბამება განაცხადს

დიახ/არა

განაცხადის ტექნიკური შეფასება: წარმატებული საველე ვიზიტის შემდეგ,  განაცხადის ტექნიკური განხილვა განხორციელდება FAO-ს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის გრანტების ანალიტიკოსების მიერ. ტექნიკური გადახედვა მიზნად ისახავს შეაფასოთ პროექტის გონივრულობა ტექნიკური თვალსაზრისით. უფრო ზუსტად, ტექნიკური გადახედვა უზრუნველყოფს, რომ:

კრიტერიუმი:

დასკვნა

კომენტარი

განაცხადი არის თანმიმდევრული და ინფორმატიული

დიახ/არა

შემოთავაზებული ინვესტიცია არის ფერმის ზომისა და საქმიანობის შესაბამისი

დიახ/არა

შემოთავაზებული ინვესტიცია არის წარმოებული კულტურის შესაბამისი

დიახ/არა

განმცხადებელი ავლენს მინიმალურ ტექნიკურ ცოდნას

დიახ/არა

ინვესტიციის აგრონომიული საჭიროება გამართლებულია

დიახ/არა

შემოთავაზებულ ინვესტიციას აქვს ეკონომიკური, სოციალური ან გარემოსდაცვითი დადებითი გავლენა

დიახ/არა

კომერციული საქმიანობა არ წარმოადგენს დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს

დიახ/არა

პროექტი არ ბადებს ღრმა ეჭვებს ეკონომიკური მდგრადობის მიმართულებით

დიახ/არა

არ გამოვლენილა ინტერესთა კონფლიქტი ან ეჭვები ეთიკური ნორმების მიმართულებით

დიახ/არა

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებისთვის, ბაღის მდგომარეობა შეესაბამება ინვესტიციას

დიახ/არა/ შეუსაბამო

ნულოვანი დამუშავების სათესებისათვის, განმცხადებელი აჩვენებს, რომ ის არ წვავს ჩალის ნარჩენებს თავის ფერმაში

დიახ/არა/ შეუსაბამო

ნულოვანი დამუშავების სათესებისათვის, განმცხადებელს უნდა ჰქონდეს წარმოებასთან შესაბამისი ტრაქტორი

დიახ/არა/ შეუსაბამო

წვეთოვანი სარწყავი სისტემებისათვის, განმცხადებელს აქვს წვდომა წყალზე ფერმის სიახლოვეს

დიახ/არა/ შეუსაბამო

ტრაქტორის კომპლექტებისთვის, განმცხადებელს უნდა ჰქონდეს წვდომა შესაბამის აგრეგატებზე

დიახ/არა/ შეუსაბამო

განაცხადების შერჩევა: განაცხადის წარმატებული ტექნიკური გადახედვის შესაბამისად, განაცხადების განხილვის კომიტეტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-ს წარმომადგენლებს,  მიიღებს საგრანტო გადაწყვეტილებას.

გრანტის გადახდა: თუკი პროექტი დაფინანსდება, FAO დაუკავშირდება გრანტიორს, რათა მომზადდეს ხელშეკრულება გრანტიორსა და FAO-ს შორის.  ხელმოწერის შემდგომ, გრანტიორმა უნდა გადაუხადოს თავისი თანამონაწილეობრივი კონტრიბუცია შერჩეულ მომწოდებელს.  რის შემდეგაც, მომწოდებლის მიერ მოხდება აღჭურვილობის ფერმაზე ჩატანა.  განხორციელდება საველე ვიზიტი, რათა დადასტურდეს აღჭურვილობის მიწოდება, რასაც მოყვება FAO-ს მხრიდან თანამონაწილეობრივი გრანტის გადახდა. 

მონიტორინგი და შეფასება: საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერით, განმცხადებელი იღებს ვალდებულებას შეინახოს და  მოუაროს  მხარდაჭერილ აღჭურვილობას (სათადარიგო ნაწილების ჩათვლით) ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. განმცხადებელი, ასევე, იღებს ვალდებულებას დაიცვას ღია კარის პოლიტიკა და ხელი შეუწყოს FAO-ს მიერ მის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტების ჩატარებას.  FAO განახორციელებეს წლიურ საველე ვიზიტებს, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობის სწორი გამოყენება.