ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება

Twinning logo

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის მეორე ფაზის ნაწილს, რომლის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა და ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებითა და უნარების თავსებადობით.

ტვინინგის პროექტი გერმანელ და ესტონელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ხოლო მისი მთავარი ბენეფიციარი განათლების ხარისხის განვითარების ეროვბული ცენტრია. 21 თვის განმავლობაში ექსპერტთა 120 მისია განხორციელდება, რათა ცენტრს მხარდაჭეა გაუწიონ ახლადჩამოყალიბებული ხარისხის უზრუნველყოფის ჩარცოს განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებით, ეფექტური ინსტრუმენტებისა და პროცედურების შექმნით, მონაწილეობითი მმართველობითა და მხარეებისა და მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით.

ტვინინგის პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტები ამზადებენ გაიდლაინებს პრაქტიკული შეთავაზებებით, რაც ევროპის საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან და საქართველოს რეალობასთანაა შესაბამისობაში.
პროექტი ეხმარება მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერებას, მონაწილეობს ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოს დანერგვაში, ხელს უწყობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შედეგების
მართვის, მონიტორინგისა და გავრცელების მოდელის გაუმჯობესებას.

კონკრეტული ამოცანა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს რეფორმისა და ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოს აღსრულებისა და მონიტორინგის საკითხებში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ეფექტური ინსტრუმენტებისა და პროცედურების, თანამონაწილეობითი მართვისა და დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით.

მოსალოდნელი შედეგები

• ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული და კონსოლიდირებული სისტემა
• ხარისხის უზრუნველყოფაზე შექმნილი მეთოდოლოგია ცენტრის, ექსპერტებისმ პრაქტიკოსებისა თუ გადამზადების დაწესეებულებებისა და მხარეების მიერ განმოსაყენებლად
• ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განხორციელებაში ხელშეწყობა
• დეტალური სამოქმედო გეგმა ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დასანერგად
• ქართული ეროვნული საკვალიფიკაიცო ჩარცოს შესაბამისობა ევროპუს საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან
• განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მმართველობის, მონიტორინგისა და შედეგების გავრცელება
• გაძლიერებული საკომუნიკაციო და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


German Academic Exchange Service (DAAD)

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021