წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

Tsalka LAG

წალკის განვითარების ჯგუფი აერთიანებს დედოფლისწყაროს რაიონის საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს; ასევე, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს დედოფლისწყაროს რაიონის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. ეყრდნობა რა “LEADER” მიდგომას, ჯგუფის მუშაობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელების მიზნით.
წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 2019 წელს დაარსდა და ახლა 170 წევრს აერთიანებს (მაღალმთიანი ტერიტორიების მაცხოვრებლებს, ეკო-მიგრანტებს, ეთნიკურ უმცირესობებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს). ასევე, LAG-ის მმართველ საბჭოში არჩეულია 12 წევრი. არჩეული წევრებიდან: 50% არის ქალი, 50% კაცი, 25% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და 41,6% ახალგაზრდა. მმართველი საბჭო დაყოფილია სამუშაო ჯგუფებად შემდეგი თემატური მიმართულებების მიხედვით.
ჯგუფის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით. იგი შემდეგ პრიორიტეტებს ისახავს:
• სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება;
• გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკა;
• ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება;
• ქალთა და ახალგაზრდების ჩართულობა;
• განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდები;
• ჯანდაცვა და სოციალური საკითხები;
• საჯარო მმართველობა;
• ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია.
2019 წელს წაკლის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია მოამზადა, რომელიც ჯგუფის სამომავლო საქმიანობას დაედო საფუძვლად.

პროექტი: ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში - ეს წალკაა

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021