შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაწეული დახმარების ნაწილს. პროექტის მიზანია უპასუხოს პანდემიის გამოწვევებს და დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. პროექტი მუშაობს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ინდივიდუალურ მხარდაჭერას და სასიცოცხლო სერვისებს თავაზობს პანდემიის პერიოდში.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური ჯგუფები მყისიერად პასუხობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ თხოვნებს, რომელთა აღრრიცხვა ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება. ისინი ბენეფიციარებს ისეთ მხარდაჭერას უწევენ, როგორიცაა ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ბინაზე ვიზიტები, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.
პროექტის ფარგლებში იქნება ონლაინ საინფორმაციო რესურსი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუძლიათ COVID-19 დაკავშირებული, ამ ჯუგფისთვის სპეციფიკური ინფორმაციის მიღება. მზადდება მრავალფეროვანი მასალები, რომელიც მოიცავს საკუთარი თავის მოვლას, პრაქტიკულ რჩევებს დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის და სხვა.

კონკრეტული ამოცანა

ინდივიდუალური მხარდაჭერისა და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა Covid-19-ით გამოწვეული ბარიერების დასაძლევად აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები

– აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შექმნილია ინდივიდუალური მობილური მხარდაჭერის 5 ჯგუფი (მობილობის ასისტენტის, ექთნის, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების შემადგენლობით).
– პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებენ ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისებს მათი პირველადი საჭიროებების შესაბამისად.
– Covid-19-სა და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, კონკრეტულად კი თვითმოვლის, დამოუკიდებელ ცხოვრების, ნაწოლების და სხვა საკითხების ირგვლივ მომზადებულია საინფორმაციო მასალები ქართულ ენაზე, ტექსტისა და მულტიმედია ფორმატებში.
– შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის ონლაინ რესურს გვერდი, სადაც ხელმისაწვდომია საინფორმაციო მასალები შეზღუდულ შესაძლებლობასა და Covid-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Coalition For Independent Life

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ყოვლისმომცველი პრიორიტეტული სფეროები

  • რეგიონები: სამეგრელო-ზემო სვანეთი; გურია; აჭარა; იმერეთი; შიდა ქართლი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-05-28

  • დასრულების თარიღი:
    2021-01-27

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Coalition For Independent Life
  • ბიუჯეტი:
    €60 000
  • ვებსაიტი:
    www.disability.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/cilkdc
    www.facebook.com/infoachara
    bit.ly/2Ibnliv
    www.facebook.com/kutaisinfocenter
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    416-404

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021