ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა – დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო მომსახურება

Construction works for modern sanitary landfill

პროექტის აღწერა

ტექნიკური დახმარების პროექტი ხორციელდება ქუთაისში ნაგავსაყრელის მოწყობის პარალელურად, რომელიც ევროკავშირის ნაგავსაყრელების რეგულაციებთან სრულად შესაბამისია. პროექტი გადამზადების და საკონსულტაციო სერვისებს უწევს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას და ცდილობს მისი ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას. პროექტი კომპანიას შემდეგი მიმართულებით უწევს მხარდაჭერას:
– ორგანიზაციული მართვა
– ფინანსური მართვა
– ტექნიკური კომპეტენცია
– საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და საჯარო ცნობიერების ამაღლების აქტივობები.
გარდა ამისა, პროექტი მხარს უჭერს რეგიონის მუნიციპალიტეტებს (სეპარირებული შეგროვება, კომპოსტირება, ნარჩენების მართვის (ფინანსური, ტექნიკური, ლოგისტიკური) დაგეგმარების გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობა) და ეხმარება რეგიონული სემინარების ორგანიზებაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ნარჩენების მართვის ზოგად და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მდგრადი და გარემოსდაცვითი კუთხით მტკიცე მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის შექმნას და გაძლიერებას ემსახურება.

კონკრეტული ამოცანა

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბების და დანერგვის მხარდაჭერა.

მოსალოდნელი შედეგები

– ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა, გადამტვირთი სადგურების სისტემის შექმნა
– ქუთაისის ნიკეას ძველი ნაგავსაყრელის დახურვა
– მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა, პროცესში ჩართული ყველა მხარის შესაძლებლობების გაძლიერების გზით (სმნმკ, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები, დაინტერესებული მხარეები).

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Kreditanstalt Fur Wiederaufbau (KFW)

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021