ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს ევროკავშირს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს. ევროკავშირის LEADER მიდგომის გამოყენებით იგი ქმნის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, უზრუნველყოფს მოქალაქეთა ცართულობას და ხელს უწყობს ადგილობრივი ქმედების განხორციელებას. პროექტის მეშვეობით ხდება ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების განხორციელება და ძლიერდება ქედას მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკა. პროექტი იყენებს ქვემოდან ზემოთ მიმართულ მიდგონას, რათა გაიზარდოს ქედას მუნიციპალიტეტის პოტენციალი და ოპტიმალურად იქნას გამოყენებული რესურსები.

პროექტი ხელს უწყობს ქედაში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის შექმნასა და გაძლიერებას ქედაში. იგი ჯგუფს მხარს უჭერს ადგილობრივი განვითარების პროცესს და გენდერული ნიშნით და ახალგაზრდების მიმართ სენსიტიური განვითარების გეგმების შემუშავებას, ეხმარება ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისთვის, ინკლუზიური ზრდისა და რაც მთავარია, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

კონკრეტული ამოცანა

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ქედაში.

მოსალოდნელი შედეგები

– ქედას ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის გაძლიერება და გაფარ-თოება ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობით
– ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის აქტიური ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარებისა და დაგეგმვის პროცესებში.
– კავშირების დამყარება და თანამშრომლობა სხვა ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან აჭარაში, საქართველოს სხვა რეგიონებსა და ავსტრიაში.
– ქალების, ახალ-გაზრდებისა და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის გაზრდა სოფლის განვითარების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესებში.
– ქედის მუნიციპალიტეტისათვის სოფლის განვითარების სტრატეგიის თანამონაწილეობრივი შემუშავება, გენდერული ასპექტებისა და ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით, და მისი შეთან-ხმება აჭარის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.
– სოფლად არსებული ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიცირება და ინკლუზიური ზრდის შესაძლებლობების შექმნა, იმ ინოვაციური პროექტების განხორციელების შედეგად, რომლებიც დაფინანსდება ქედის სოფლის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესა-ბამისად
– სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციის, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების შედეგად მიღებული გაზრდილი შემოსავლებით.
– დასაქმების და ბიზნეს შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდების, ქალებისა და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

მოთხრობები

გალერეა


Caucasus Environmental NGO Network

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: აჭარა

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2017-05-01

  • დასრულების თარიღი:
    2021-02-28

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Caucasus Environmental NGO Network
  • ბიუჯეტი:
    €1 999 150
  • ვებსაიტი:
    kedalag.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/KedaLeader
    www.cenn.org
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    385-374

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021