ქალთა შრომითი უფლებების შესახებ შესაძლებლობების გაძლიერება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ფართომასშტაბიანი ტრენინგები განხორციელდა. 2020 წლის განმავლობაში ტრენინგების სერია ჩატარდა აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და თბილისის უფლებადამცველებისთვის.
თავდაპირველად, 17 იურისტი და ქალთა უფლებადამცველი ესწრებოდა ქალთა შრომითი უფლებების შესახებ გამართულ ტრენერთა ტრენინგს, რომელსაც უცხოელი და ქართველი ექსპერტები უძღვებოდნენ.
მონაწილეებმა მრავალ თემაზე მიიღეს ინფორმაცია: შრომითი უფლებების საფუძვლები, შრომითი ურთიერთობების მხარეები, წინასახელშეკრულებო ურთიერთობები, შრომითი ხელშეკრულებები (ვადები, ფორმა, პირობები), შინაგანაწესი, სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა, დისკრიმინაცია დასაქმებისას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ისტორია, სტრუქტურა და მანტადი), გენდერული თანასწორობა როგორც შსო-ს მთავარი პრიორიტეტი, შსო-ს ანგარიშები საქართველოს შესახებ, სექსუალური შევიწროება და ძალადობა დასაქმების ადგილზე, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულება, “დეკრეტული” შვებულება, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა და შეჩერება, მასობრივი დათხოვნა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დასაქმების ადგილზე – ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, სოციალური დიალოგი, შრომითი დავები, მედიაცია, გაფიცვის უფლება, პროფკავშირების ჩარევა, გენდერული სახელფასო სხვაობა, ზრუნვის ეკონომიკა, გენდერული ნიშნით სეგრეგაცია შრომის ბაზარზე, პირადი მონაცემების დაცვა საქმიან ურთიერთობებში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შრომითი სტანდარტები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა დასაქმების ადგილზე.
2020 წლის ივლისიდან მომზადებულმა ტრენერებმა უკვე ადგილობრივ ჯგუფებთან მუშაობა დაიწყეს და ტრენინგებს უკვე თავად ატარებენ იმერეთსა და ქვემო ქართლში. ამ პროცესში ისინი ქალთა შრორმით უფლებებზე ტრენერთა სახელმძღვანელოს იყენებენ.
ტრენინგების სერიის დასრულებისას ქალთა ფონდი საქართველოში მცირე საგრანტო კონკურსსაც აცხადებს, სადაც ჩართვა პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების მონაწილეებს შეუძლიათ. ამ მცირე საგრანტო პროექტების მიზანი ადგილობრივ დონეზე ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

პროექტი: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021