ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში

პროექტის აღწერა

პროექტი – ”ქალების ძალა”- მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების მხარდაჭერას საქართველოს ოთხ რეგიონში (კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი), რათა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური აზროვნება თუ სტერეოტიპები შეცვალონ. ფემინისტი აქტივისტები, ახალგაზრდების ჩათვლით, დატრეინინგდებიან და დაფინანსდებიან იმისათვის, რომ ადგილობრივი პროექტები განახორციელონ, რაც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა პოლიტიკურ მონაწილეობას ხელს შეუწყობს. ეს პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ადგილობრივი ქალების, კაცების, გოგონებისა და ბიჭების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

კონკრეტული ამოცანა

გურიაში, კახეთში, რაჭასა და იმერეთში ქალების ცხოვრება საგრძნობლად უმჯობესდება ცნობიერების ცვლილებითა და სტიგმატიზაციის, სტერეოტიპების, პატრიარქალური შეხედულებების შემცირებით, ასევე, მუნიციპალიტეტების პოლიტიკის შემუშავებასა და ბიუჯეტების დაგეგმვაში ქალების მონაწილეობისა და მონიტორინგის გზით.

მოსალოდნელი შედეგები

შედეგი 1: ქალთა გაძლიერებისა და ახალგაზრდების 15 ადგილობრივ ტრენერს ექნება 2 ტრეინინგ სახელმძღვანელო (აზერბაიჯანულ, სომხურ, ქართულ, რუსულ ენებზე) 4 ძირითადი მიმართულებით (პოლიტიკური, ეკონომიკური, თანასწორობა და უფლებები, თანამონაწილეობითი მდგრადობის დაგეგმვა და ბიუჯეტირება) ადგილობრივი ქალებისა და უმცირესობების ჯგუფებისთვის ადაპტირებული

შედეგი 2: სამოქალაქო საზოგადოებისა და CSO/ CBI-ის წარმომადგენელი 240 ქალისა და კაცის შესაძლებლობები გაძლიერდება, 650 ახალგაზრდა და 150 შშმ ქალი გამოიყენებს ახალ (ციფრულ) უნარებს საკუთარი პრიორიტეტების ინტეგრირებისთვის ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და ბიუჯეტირებაში, ხელმისაწვდომი გახდება საჯარო სერვისები და ფონდები, გაიზრდება ეკონომიკური დამოუკიდებლობა და შეიცვლება ცნობიერება.
შედეგი 3: 30 მცირე საგრანტო და 60 ახალგაზრდული პროექტი (მთლიანი ბიუჯეტის 30-35%) მოიცავს 6000 ადგილობრივ ქალს, კაცსა და ახალგაზრდას 4 რეგიონში, ეკონომიკური / პოლიტიკური მონაწილეობისა და მათი პერსპექტივების გასაზრდელად (სოციალურ ) მედიაში.

შედეგი 4: სტრატეგიული ქსელი და საზოგადოებრივ გამოკითხვაზე დაფუძნებული კვლევა უზრუნველყოფს გავლენიან მონაწილეობას და თანამშრომლობას არჩეულ ადგილობრივ საკრებულოებთან, პარლამენტარებთან და პრემიერ მინისტრის აპარატთან, სამიზნე ჯგუფებისს საჭიროებებისა და პრიორიტეტების სახელმწიფო ბიუჯეტებსა და პროგრამებში შეტანის მიზნით.


* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Stichting Women Engage For A Common Future – International

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021