უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანი

საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.
ამოცანები

#1: პროექტის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფის წევრთა, ადგილობრივი ბიზნესისის წარმომადგენელთა და საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება

#2: ადგილობრივ ეკონომიკის სექტორში დასაქმების შესაძლებლობების შექმნა არსებული ბიზნესის გაძლიერებისა და სტარტაპების დაფინანსების გზით

#3: საჭირო უნარ-ჩვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტიზაცია პროექტის ფარგლებში დაარსებული ბიზნესკლასტერების გაძლიერებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით.

სამიზნე რეგიონები: გურია, აჭარა და სამეგრელო.

კონკრეტული ამოცანა

პროექტის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფის წევრთა, ადგილობრივი ბიზნესისის წარმომადგენელთა და საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება
ადგილობრივ ეკონომიკის სექტორში დასაქმების შესაძლებლობების შექმნა არსებული ბიზნესის გაძლიერებისა და სტარტაპების დაფინანსების გზით

#3: საჭირო უნარ-ჩვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტიზაცია პროექტის ფარგლებში დაარსებული ბიზნესკლასტერების გაძლიერებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით.

მოსალოდნელი შედეგები

სამიზნე ჯგუფების განათლებისა და შესაძლებლობების გაზრდის კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შედეგად:
– ქოუჩინგის პროგრამაში სამიზნე მუნიციპალიტეტების მასშტაბით 90 მონაწილე ჩაერთვება
– დუალური განათლების (WBL) სამი პროგრამა დაინერგება სამიზნე მუნიციპალიტეტებში
– სტაჟირების კომპონენტში ჩაერთვება 120 ადამიანი
– რეგიონალური ფორუმი გამოცდილების გაზიარებისა და დასაქმების მზარდი შესაძლებლობებისათვის მოიცავს 100-ზე მეტ დამსაქმებელსა და სამშაოს მაძიებელს
– ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების კომპონენტით გაცემული სტრატეგიული გრანტების პროგრამაში სულ 6 ბიზნესსუბიექტი დაფინანსება
– სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისათვის მოიცავს 45-ზე მეტ ბენეფიციარს და მოხდება მათი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა (თანხის ოდენობა 500-5000 ევრო), სულ მცირე 15 ბენეფიციარი დაფინანსდება თითოეულ რეგიონში, საერთო ჯამში 45
– საზაფხულო სკოლაში ჩაერთვება სოფლის ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდები – 30 მონაწილე
– განხორციელდება ქვე-გრანტების პროგრამა საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულთათვის -სულ მცირე ორი ქვე-გრანტი თითოეულ რეგიონში (250-2000 ევრო)
– ბიზნესკლასტერის დაარსებისა და გაძლიერების კომპონენტში სამი ბიზნესკლასტერი დაარსება
– სამიზნე რეგიონებში რეგიონში სამი სოციალური საწარმო დაარსდება.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Guria Youth Resource Center Association

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: გურია; აჭარა; სამეგრელო-ზემო სვანეთი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-09-01

  • დასრულების თარიღი:
    2023-08-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Guria Youth Resource Center Association
  • ბიუჯეტი:
    €499 713
  • ვებსაიტი:
    gyrc.org.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    bit.ly/3lrNUOB
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    417-374

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021