უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

პროექტის აღწერა

პროექტს “უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”, ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

კონკრეტული ამოცანა

პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.
მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ორი ძირითადი მიზანი:
1. შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით;
2. ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
• პროექტის განხორციელებისთვის დაგეგმილია, სამიზნე რეგიონებში დასაქმების ბაზრის კვლევა, რომელიც გამოავლენს ადგილობრივი ბიზნესების დამოკიდებულებებს არსებული სამუშაოს მაძიებლების მიმართ, კერძოდ როგორია მათი მოთხოვნები და რამდენად შესაბამისობასია არსებულ მდგომარეობასთან.
• სამიზნე რეგიონებში დასაქმებისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს გაიუმჯობესებს 1670 -ზე მეტი ადამიანი
• სულ მცირე 300 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდება პროექტის მიმდინარეობის პერიოდში
• პროექტის 3 სამიზნე რეგიონში შეიქმნება 6 დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც სულ მცირე, 900 ადამიანს მოემსახურება
• შეიქმნება / საქმიანობას გააფართოებს 6 სოციალური საწარმო, სადაც დამატებით დასაქმდება სულ მცირე 20 ადამიანი შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული ჯგუფებიდან
• განხორციელდება 5 პარტნიორული პროექტი ბიზნეს სექტორთან, რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად
• 28 სკოლაში ჩამოყალიბდება მეწარმეობის და კარიერის განვითარების კლუბი, სადაც სულ მცირე 450 მოსწავლე გაიუმჯობესებს სამეწარმეო უნარებს და გაიღრმავებს ცოდნას სხვადასხვა პროფესიების შესახებ
• 200-მდე პედაგოგი გადამზადდება და სამიზნე სკოლებში განხორციელდება მინ. 20 სამეწარმეო უნარების განვითარების ინტეგრირებული პროექტი
• 5 პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება საჭიროებაზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების საკონსულტაციო მომსახურება

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Foundation of Centre For Strategic Research And Development of Georgia; Georgian Civil Development Association (GCDA)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები; ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: გურია; კახეთი; ქვემო ქართლი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-10-12

  • დასრულების თარიღი:
    2025-02-28

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Foundation of Centre For Strategic Research And Development of Georgia; Georgian Civil Development Association (GCDA)
  • ბიუჯეტი:
    €925 255
  • ვებსაიტი:
    www.csrdg.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/CSRDG/;
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    417-883

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021