უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით

პროექტის აღწერა

პროექტის „უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით“ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პროფესიული განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სამიზნე 6 რეგიონში (გურია, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, კახეთი, თბილისი და აჭარა) და ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, შესაბამისი მოდელების და მიდგომების მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსტიტუციონალიზაციისა და დანერგვის გზით. პროექტის შექმნის პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემის ახალ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებო სისტემის და ქართული შრომის ბაზრის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (MoESCS) სტრატეგიული პარტნიორობით და კერძო სექტორთან (განსაკუთრებით HORECA, ჯანდაცვა, პერსონალური სერვისები და სხვა სექტორები) და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (სკოლები, კოლეჯები და ტრენინგ ცენტრები) თანამშრომლობით.

კონკრეტული ამოცანა

კაცებისა და ქალების დასაქმების შესაძლებლობის გაუმჯობესება მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით დედაქალაქსა და სასოფლო დასახლებებში.

მოსალოდნელი შედეგები

• შერჩეულ რეგიონებში ახალგაზრდებს, ქალებსა და კაცებს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებს, უკეთესი წვდომა აქვთ უნარების მიღებაზე ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული სერვისის მიწოდების ახალი ფორმების საშუალებით
• უნარების განვითარების ხარისხი გაუმჯობესებულია სერვისის მიმწოდებელთა ინსტიტუციური და ადამიანური რესურსის გაუმჯობესების გზით
• ახალგაზრდების სამუშაოზე მოწყობის (დასაქმების) შესაძლებლობა გაუმჯობესდა საკვანძო კომპეტენციების, მათ შორის ციფრული და სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების გზით.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

United Nations Development Programme (UNDP)

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021