ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მარეგულირებელი სტრატეგიის ჩამოყალიბება და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა მოთხოვნის მხარის ჩართულობით

პროექტის აღწერა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს გააძლიეროს ენერგეტიკის მარეგულირებელი ადგილობრივი ორგანო, გაზარდოს მისი შესაძლებლობები, რათა ჩამოყალიბდეს შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო და უზრუნველყოფილ იქნას ენერგეტიკის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ეფექტური ოპერირება.
ინსტიტუციური დაძმობილების (ე.წ. twinning) პროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით:
– ქსელის ტარიფების დადგენის პროცესის მხარდაჭერა
– ხელისშემწყობი გარემოს შექმნა ბაზრის გახსნისა და საბითუმო თუ საცალო ბაზარზე აქტიური მონაწილეობისათვის
– ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო-კანონმდებლობს განახლება განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის კუთხით.

კონკრეტული ამოცანა

საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩო-კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის სტანდარტებთან და საცალო ცა საბითუმო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, მარეგულირებლის როლის გაზრდა ბაზრის რეგულირების, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სფეროში.

მოსალოდნელი შედეგები

– საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაზრდილი შესაძლებლობები ქსელის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის, ბაზრის გახსნისა და მონაწილეობის და განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის კუთხით არსებული მოთხოვნების შესასრულებლად
– ქსელის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება ელექტროენერგიის სექტორისთვის
– შესაბამისი პროცედურების/წესების შემუშავება ბაზრის გახსნისა და აქტიური მონაწილეობისთვის
– მარეგულირებელი სტრატეგიისა და მეორადი კანონმდებლობის შემუშავება განახლებადი ენერგიის / ენერგოეფექტურობის სფეროში.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Energie-Control Austria

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება

  • რეგიონები: მთელი საქართველო

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2021-02-01

  • დასრულების თარიღი:
    2023-04-30

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Energie-Control Austria
  • ბიუჯეტი:
    €1 500 000
  • ვებსაიტი:
    www.e-twinning.at
  • სოციალური მედიის ბმულები:
    twitter.com/EUGeorgiaEnergy
    www.facebook.com/EnergyTwinning4Georgia
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    415-426

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021