სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)

პროექტის აღწერა

პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ პასუხობს ტურიზმისა და საზღვაო სექტორის შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა–მიწოდების დისბალანსის გამოწვევას. პროექტის ძირითადი მიზანია აღნიშნულ სექტორებში განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

პროექტი ფარავს საქართველოს 6 რეგიონს და ემსახურება 2 კონკრეტული მიზანის მიღწევას:
1) ხელი შეუწყოს უწყვეტი/ მთელი ცხოვრების მანძილზე კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; 2) ხელი შეუწყოს კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორებში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნილებაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის “განათლება დასაქმებისთვის (Skills4Jobs)” ფარგლებში, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალისა და უნარების განვითარების გზით საქარველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

კონკრეტული ამოცანა

პროექტი უზრუნველყოფს 2 კონკრეტული მიზნის მიღწევას:
1) ხელი შეუწყოს უწყვეტი/ მთელი ცხოვრების მანძილზე კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;
2) ხელი შეუწყოს კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორებში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნილებაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები

1. საქართველოს ექვს რეგიონში (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი და კახეთი) სამუშაოს მაძიებლებისთვის ხელმისაწვდომია უნარების შესაბამისი კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების სერვისები;
2. განვითარებულია საზღვაო და ტურიზმის შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა; შუამავალი მომსახურებები მორგებულია საზღვაო და ტურიზმის ბაზრების მოთხოვნებს;
3. განვითარებულია მინიმუმ 8 მიზნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებლის, 6 დასაქმების შუამავალი სერვისების მიმწოდებლის და 180 პოტენციური დამსაქმებლის შესაძლებლობები ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და სტაჟირების პროგრამების უზრუნველსაყოფად;
4. მინიმუმ 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამაში, სამუშაოზე მიმაგრებულ სწავლებასა და სტაჟირების პროგრამებში, მათგან მინიმუმ 360 დასაქმდება.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Gallery


Education Development and Employment Center (EDEC); Employment Agency of the Autonomous Region of Adjara (EAARA) ; Telavi Education Development and Employment Center (TEDEC)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები

  • რეგიონები: იმერეთი; კახეთი; შიდა ქართლი; აჭარა; გურია; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-09-15

  • დასრულების თარიღი:
    2023-09-14

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Education Development and Employment Center (EDEC); Employment Agency of the Autonomous Region of Adjara (EAARA) ; Telavi Education Development and Employment Center (TEDEC)
  • ბიუჯეტი:
    €670 000
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    417-363

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021