სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)

Vegetable Field Day

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ნაწილს. მისი მიზანია სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესება, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუანარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე ღონისძიებები: ფერმერების, ფერმერული კოოპერატივების, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულია საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე ინდივიდუალური გრანტები, რაც ფერმერთა და მეწარმეთა კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.

კონკრეტული ამოცანა

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება.

მოსალოდნელი შედეგები

– სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა ფინანსებზე, გაუმჯობესებული მომსახურება და წარმოება
– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებული შესაძლებლობები
– ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაზრდილი კონკურენტუანარიანობა.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

მოთხრობები

გალერეა


The Food and Agricultural Organization of United Nations (FAO)

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021