სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, II ფაზა (ENPARD საქართველო II)

პროექტის აღწერა

ENPARD-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის პირდაპირი ფინანსური დახმარებით, ევროკავშირი ხელს უწყობს პოლიტიკის განვითარებას, ისევე როგორც ინსტიტუციონალური და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებას, რომელთა მიზანია ქვეყნის სოფლისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება და მოდერნიზება.

კონკრეტული ამოცანა

ENPARD II-ის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკისა და რეფორმების ხელშეწყობა და სოფლად მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერა.

მოსალოდნელი შედეგები

ENPARD II-ის მოსალოდნელი შედეგებია:
1. სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის და მდგრადობის ამაღლება.
2. სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების, სურსათის უვნებლობის და ხარისხის სტანდარტების და კონტროლის მექანიზმების დანერგვა.
3. სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის გზით დასაქმებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Sakartvelo

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021