სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

პროექტის აღწერა

პროექტი ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ნაწილია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას ითვალისწინებს. იგი ხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც ცნობილია მისი მრავალფეროვანი მოსახლეობით (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და ბერძნული წარმოშობის. მისი დანიშნულებაა ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით გააუმჯობესოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარმართავს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესს, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისკენაა მიმართული. პროექტი ადგილობრივ სამოქმედი ჯგუფს ეხმარება მეწარმეობაზე ორიენტირებული ფინანსური მექანიზმების, დასაქმების მოდელებისა და გარემოსთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობები შეიქმნება.

კონკრეტული ამოცანა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების შემოღებით.

– ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომის საფუძველზე შექმნილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომელიც 107 სამოქალაქო, კერძო და საჯარო პირს აერთიანებს და თეთრიწყაროს ოცივე თემს მოიცავს
– თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარებს ჯგუფმა შეიმუშავა მუნიციპალიტეტის 2018-2020 წლების განვითარების სტარატეგია და გეგმა
– განხორციელდა დასაქმების პროგრამა ადგილობრივი ინიციატივების ფარგლებში
– შემოღებულ იქნა პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამები
– ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები სკოლებში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობებში, სასოფლო-სამეურნეო სფერეოში ჩართვა მოხდეს
– ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ ენახათ სადემონსტრაციო ნაკვეთები და გაეცნოთ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები

მოსალოდნელი შედეგები

– ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომის საფუძველზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა, რომელიც ჩამოყალიბდა ფუნქიონალურ ერთეულად და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მეშვეობით და წვლილს შეიტანს სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში;
– თემის მიერ ინიცირებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ადგილობრივი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
– თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნა მეწარმეობაზე ორიენტირებული ფინანსური მექანიზმების, დასაქმების მოდელებისა და ინოვაციური, გარემოსთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

მოთხრობები

გალერეა


Association Rural Development For Future Georgia

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: ქვემო ქართლი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2016-11-15

  • დასრულების თარიღი:
    2020-09-15

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Association Rural Development For Future Georgia
  • ბიუჯეტი:
    €2 127 260
  • ვებსაიტი:
    rdfg.ge/what-we-do/enpard
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/WWW.RDFG.GE
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    379-230

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021