სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში

პროექტის აღწერა

პროექტი ევროკავშირიsსოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროგრამის ნაწილია. EU LEADER მიდგომის გამოყენებით პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებებიის მიღების, მოქალაქეთა გაძლიერებისა და გააქტიურების პროცესს. ამისთვის კი იქმნება და ძლიერდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (Local Action Group).
პროექტი მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში, რომლებიც შედარებად ნაკლებადაა დაფარული სხვა პროგრამების მიერ. მისი დახმარები ხდება მოსახლეობის შემოსავლების წყაროს დივერსიფიკაცია, რისთვისაც ხდება მსგავსი გამოხდილების გაზიარება, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება და სოფლის ტურიზმის ხელშეწყობა.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბებით უფრო მეტად ძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობა, გადაწყვეტილებები ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით მიიღება და უფრო იზრდება მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა პროცესებში.

კონკრეტული ამოცანა

ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გაკეთდება.

მოსალოდნელი შედეგები

– შექმნილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)
– შემუშავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS);
– ქალებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი ჯგუფის ჩართულობა LDS შემუშავების პროცესში მიღწეულია, ხელმისაწვდომია ქვე-საგრანტო აპლიკაციები;
– მულტიმედია პლატფორმის მეშვეობით გავრცელებულია პროექტის მეთოდოლოგიები, სწავლებისა და ქვე-საგრანტო პროექტების შედეგები.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

მოთხრობები

გალერეა


Georgian Institute of Public Affair Foundation

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2016-11-15

  • დასრულების თარიღი:
    2020-07-15

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Georgian Institute of Public Affair Foundation
  • ბიუჯეტი:
    €2 200 000
  • ვებსაიტი:
    akhalkalakilag.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/akhalkalakilag
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    379-223

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021