სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში

Village Ghorjomi

პროექტის აღწერა

პროექტი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. EU LEADER მიდგომის გამოყენებით პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებებიის მიღების, მოქალაქეთა გაძლიერებისა და გააქტიურების პროცესს. ამისთვის კი იქმნება და ძლიერდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (Local Action Group).
პროექტი მაღალმთიანი ხულოს მუნიციპალიტეტში (აჭარა) მუშაობს და მუნიციპალიტეტს ეხმარება შემოსავლის მრავალფეროვანი წყაროების შექმნაში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მოქალაქეთა ჩართულობით შეიმუშავა ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და უკვე არაერთი გრანტი გასცა როგორც საზოგადოებრივი, ასევე ბიზნეს ინიციატივებისთვის. პროექტი მუშაობს ადგილობრივ ფერმერებთან, საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან და ტურისტული თუ სხვა სერვისების მიმწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ მთავრობებთან თუ სხვადასხვა სამოქალაქო და ახალგაზრდულ ჯგუფებთან.

კონკრეტული ამოცანა

სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციით დასაქმებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხულოს მუნიციპალიტეტში.

მოსალოდნელი შედეგები

– ჩამოყალიბებული და ფუნქციური ადგილობრივი განვითარების ჯგუფი.
– ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ LEADER მიდგომებზე დაყრდნობით შემუშავებული განვითარების სტრატეგია.
– ადგილობრივი ბენეფიციარების (პოტენციური ქვე-გრანტორები) გაუმჯობესებული ბიზნესის მართვის ცოდნის და უნარ-ჩვევები; მათი პროდუქციის, სერვისების თვალსაჩინოებისა და მდგრადობის გაძლიერება.
– ადგილობრივი ბენეფიციარების მიერ სოფლის განვითარების პროექტების დაწყება, რომელთა დაფინანსებაც მოხდება სოფლის განვითარების ფონდიდან.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

მოთხრობები

გალერეა


Caritas Czech Republic; Policy Consulting and Management Group (PMCG) ; Hrvatska Mreža za Ruralni Razvoj (HMRR)

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021