სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილს. იგი ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული ისეთი მიზნების მიღწევას, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციას ითვალისწინებს.
პროექტი მუდმივ, რელევანტურ და ძლიერი ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს და ითვალიწინებს იმ გამოცდილებას, რომელიც წინა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროექტის შედეგად დაგროვდა.
პროექტი აძლიერებს სტრატეგიულ და ანგარიშვლადებულ მიდგომას, ადამიანური რესურსების მართვას, ფუნქციების გამიჯვნას, კონკრეტულ საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკას. იგი ასევე მუშაობს ახლადდაარსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, საგამოძიების მიმართულის გასაძლიერებლად.

კონკრეტული ამოცანა

სისხლისსამართლებრივი დევნის მართვისა და ჩატარების უფრო გაძლიერება, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის შესაბამისად, მათ შორის გაძლიერებული ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, გაძლიერებული საგამოძიებო ტექნიკებისა და მეთოდების და ერთიანი დანაშაულის ანალიზის სისტემის დანერგვის მეშვეობით, ადამიანის უფლებების შელახვის გარეშე, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვით.

მოსალოდნელი შედეგები

– განვითარებული SMART სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები და მონიტორინგის მექანიზმები
– გაძლიერებული პერსონალის მართვა
– პროკურორებისა და გამომძიებლების გამიჯნული ფუნქციები
– გაუმჯობესებული საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკები
– სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოძიების რეალიზების ხელშეწყობა

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


International Consulting Expertise GEIE

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: მთელი საქართველო; თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-04-15

  • დასრულების თარიღი:
    2022-04-30

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    International Consulting Expertise GEIE
  • ბიუჯეტი:
    €525 800
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/CriminalJusticeSupportProject
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    413-936

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021