სახელოსნოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

Crafts workshops at Gori Historic Museum

გორის მუნიციპალიტეტი ცდილობს გააძლიეროს და გაამრავალფეროვნოს ქალაქ გორის ტურისტული პოტენციალი. ამ მიზნით, იგი ხელს უწყობს ადგილობრივი სუვენირების წარმოების გაფართოებას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო ხუთი სახელოსნო. მათი დანიშნულებაა მოსახლეობას საშუალება მისცეს დაეუფლოს ხელსაქმესა და სხვადასხვა ადგილობრივი სუვენირების წარმოების ხელოვნებას. პროფესიული გადამზადების ამგვარი საშუალება ახალგაზრდებს დასაქმების პერსპექტივასაც უზრდის.
გარდა ამისა, სახელოსნოებში სტუმრებისთვის საჩვენებელი ვიტრინებიც მოეწყობა, ხოლო ტურისტებს არამხოლოდ პროცესზე დაკვირვება, არამედ მასში ჩართვაც შეეძლებათ.

პროექტი: ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021