სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური “სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში” პროექტის ბენეფიციარია. ვინაიდან სამსახურის ფუნქციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენს, სამსახური მონაწილეობს პროექტით გათვალისწინებულ ყველა ღონსიძიებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად, აქაც ხდება შესაძლებლობების განვითარება და ისეთ პროცესებში ჩართულობა, რომელიც მიმართულია ანალიტიკური სისტემების შექმნაზე.
გარდა ამისა, ინსპექტორის სამსახურის წარმომარგენლები მონაწილეობას იღებენ სასწავლო გაცვლით ვიზიტებში ევროკავშირის ქვეყნებში.

პროექტი: სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021