საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა

Project kick-off event

პროექტის აღწერა

გეოგრაფიული აღნიშვნების საკითხი უკვე მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია, რაც სრულიად გამართლებულია, რადგან გეოგრაფიული აღნიშვნები საქართველოს მიერ თავისი ძირითადი უპირატესობების საფუძველზე ევროკავშირის დიდ ბაზარზე ვაჭრობის საშუალებას წარმოადგენს და ასევე მისი უნიკალური წარმოების მეთოდებისა და კულტურული ტრადიციების საიმედო დაცვას გულისხმობს.
პროცესის მხარდაჭერის და გეოგრაფიული აღნიშვნებს სისტემის და ქვეყნის პოტენციალის გამოყენების მიზნით ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი:
– უფრო მეტად ძლიერებს საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ევროპულთან ჰარმონიზაციის პროცესს;
– აძლიერებს გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე საქონლის მწარმოებელთა ასოციაციებისა და სახელმწიფო ორგანოების როლის;
– საქართველოში აყალიბებს გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებულ ეფექტური კონტროლის სისტემას.

კონკრეტული ამოცანა

ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და ეფექტური დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით საქართველოში საქონლის „ადგილწარმოშობის დასახელებისა“ და „გეოგრაფიული აღნიშვნების“ სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგები

– მომხმარებლების ნდობის მოპოვება და ხარისხიანი პროდუქტის ცნობა, რაც თავის მხრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის უკეთესად რეალიზებაში ეხმარება.
– სამართლიანი კონკურენცია, ვინაიდან მხოლოდ იმ მწარმოებლებს შეუძლიათ რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნით სარგებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის სპეციფიკაციებს;
– უსაფრთხოება, ვინაიდან, საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების კონტროლი ბაზარზე ხორციელდება მაკონტროლებელი ორგანოების მიერ;
– ფასზე დანამატი,გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე საქონლის მწარმოებლების მიერ განხორციელებული პოპულარიზაციის საქმიანობის შედეგად, პირდაპირ ან მწარმოებელთა ასოციაციების მონაწილეობით, რაც უკეთესად უზრუნველყოფს გეოგრაფული აღნიშვნების პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
– სოციალური სარგებელი, ვინაიდან ღირებული პროდუქტების მჭიდროდ დაკავშირება სასოფლო დასახლებებთან გულისხმობს იმას, რომ ვერ მოხდება მათი წარმოების სხვა ტერიტორიებზე გადატანა და კავშირის გაწყვეტა;
– მწარმოებლებისა და მომხმარებლების ხელახალი დაკავშირება;
– ტრადიციების დაცვა და ტრადიციული პროდუქტების ადგილობრივ ბუნებრივ გარემოსთან და ფერმერულ სისტემებთან მჭიდროდ დაკავშირებით გარემოზე პოზიტიური ზემოქმედება, აღიარებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება, გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლის დაცვასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებებს, სამართლებრივად დაცულია იმიტაციისგან, მიბაძვისგან და არასწორი გამოყენებისგან, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნების ფარგლებში.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Informest

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021