საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა (ENPARD III)

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ნაწილს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებს სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დასაძლევად. დახმარება მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების მომსახურების გაუმჯობესებას და ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას. პროექტის ფარგლებში UNDP მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან, და კერძო სექტორთან.

კონკრეტული ამოცანა

1. ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება და გაუმჯობესებული მომსახურება სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის.
1. ეროვნული და აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი, ეფექტური და მდგრადი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი შედეგები

– საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, და ამასთან დაკავშირებული სხვა პროგრამების, განხორციელების მართვის გაუმჯობესება;
– სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების, დასაქმების და სერვისების გაუმჯობესება;
– გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
– აჭარის სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


United Nations Development Programme (UNDP)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: მთელი საქართველო; აჭარა

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2018-01-01

  • დასრულების თარიღი:
    2022-11-30

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    United Nations Development Programme (UNDP)
  • ბიუჯეტი:
    €10 000 000
  • ვებსაიტი:
    www.ge.undp.org
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/UNDPGeorgia
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    394-110

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021