საქართველოს სახიფათო ნარჩენების მართვა

პროექტის აღწერა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მოთხოვნას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად გამოაცხადა ნარჩენების შეგროვება/მართვა და ნარჩენების მართვის არსებული სტრატეგიის რეფორმირენა.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სახიფათო ნარჩენების სისტემის განვითარებას და თავაზობს საბაზისო სერვისებს სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურის კუთხით.
პროექტის შედეგად უფრო გასუფთავდება და უსაფრთხო გახდება გარემო, გაუმჯობესდება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და შემცირდება ის საფრთხე, რომელსაც სახიფათო ნარჩენების არასწორი მართვა იწვევს.

სახიფათო ნარჩენების შეგროვება, დამუშავება და განკარგვა ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით მოხდება, როგორიცაა, მაგალითად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები, ნარჩენების მიღების კრიტერიუმები ნაგავსაყრელებისთვის, რასაც შედეგად ჰაერის, გრუნტის წყლებისა და ნიადაგის დაბინძურების შემცირება მოჰყვება.
პროექტი ასევე ხელს უწყობს კერძო სექტორს ახალი ბაზრების შექმნის კუთხით.

კონკრეტული ამოცანა

საქართველოში სიღრმისეული და გარემოს მიმართ მეგობრული სისტემის დანერგვა სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით, რომელიც სუფთა და უსაფრთხო გარემოს უწყობს ხელს.

მოსალოდნელი შედეგები

– შექმნილი და განვითარებული სახიფათო ნარჩენების სისტემა
– აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შექმნილი ორი ახალი ნარჩენების მართვის დაწესებულება
– ახალი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი სპეციალიზებული მოწყობილობები
– სამეზობლო საკონსულტაციო და რესურს ცენტრები
– დამატებითი გადამუშავების საწარმოების მოწყობა.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


European Bank for Reconstruction and Development (EBRD)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება

  • რეგიონები: მთელი საქართველო

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2018-12-21

  • დასრულების თარიღი:
    2025-12-20

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    European Bank for Reconstruction and Development (EBRD)
  • ბიუჯეტი:
    €8 340 000
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    403-777

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021