საქართველოს მოქალაქეების სათანადო მოცულობის ელექტროობით უზრუნველყოფა

საქართველოში, ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება ამ მოთხოვნის ადეკვატური მიწოდებით უზრუნველყოფის საჭიროება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა დარგის ახალი რეგულაციების დანერგვის საქმეშიეხმარება ქვეყანას, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

2019 წელს გაშვებული 18-თვიანი პროექტი ეხმარება გადაცემის სისტემის ეროვნულ ოპერატორს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას (GSE), უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები სტაბილური და სანდრო ენერგომომარაგებით. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს ენერგობაზრის სექტორის შესაბამებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და ენერგეტიკული თანამეგობრობის შეთანხმების მოთხოვნებთან.

მდგრადი სიმძლავრის ნაკლებობა

დღეს, საქართველოს ჰიდროგენერაცია განიცდის ე.წ. „სეზონურ ცვალებადობას“ და წყალსაცავების ნაკლებობას ამ ცვალებადობასთან გასამკლავებლად. შედეგად, ზამთარში აღინიშნება მდგრადი სიმძლავრის დეფიციტი, რის შედეგად „საქართველოს ენერგოსისტემა“ ადგილობრივ მოხმარებას მხოლოდ ადგილობრივი გენერაციის ხარჯზე ვეღარ აკმაყოფილებს. საქართველო დამოკიდებული ხდება ელექტროენერგიის იმპორტზე ისეთი მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი და რუსეთი. იმპორტი კი ყოველთვის სანდო თუ მომგებიანი ვერ იქნება.

ელექტროენერგიის გაცვლაგამოცვლის სფეროში, საქართველოს რამდენიმე შეთანხმება აქვს დადებული მეზობელ ქვეყნებთან, თუმცაღა, ყოველთვის არაა ნათელი, იქნება თუ ელექტროენერგიის იმპორტი ხელმისაწვდომი საჭიროების დროს – ამბობს ნიკოს ცაკალიდისი, ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი. „მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თავად ამ ქვეყნებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ელექტროენერგიის დეფიციტს, იქნება ეს ავარიული სიტუაციებით, ამინდითა თუ სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებებით გამოწვეული.

მიწოდებამოხმარების საკითხის გადაწყვეტა

რამდენად შეესაბამება წარმოებული ენერგია მოხმარებულს ქსელში ფასდება გენერაციის ადეკვატურობის ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც მთავარი საშუალებაა ენერგეტიკული სისტემის მიწოდების მდგრადობის შესაფასებლად. ადეკვატურობის შეფასებისას დგინდება, რამდენად საკმარისია არსებული გენერაციისა და გადაცემის სიმძლავრეები მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ პირობებში, და, თუ აღმოჩნდა, რომ არაა, რა საფრთხეები უკავშირდება დადგენილ უკმარისობას. ენერგეტიკული სისტემა მიიჩნევა „ადეკვატურად“ როდესაც მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი საკმარისი სიმძლავრე მიიღება გენერაციის, იმპორტის, აკუმულირებისა და მოთხოვნის მხარეს მართვის მეშვეობით.

დამატებით, გენერაციის ადეკვატურების შეფასება უმნიშვნელოვანესია მომხარებლებისთვისაც, აჩვენებს რა, რამდენად სანდო დარჩება ელექტროენერგიის მიწოდება და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საჭიროების შემთხვევაში. გარდა ამისა, ამგვარი ანალიზი აადვილებს ენერგომიწოდების დაგეგმარებას და მიწოდებას და თავიდან აგვარიდებს ინვესტიციების გადახარჯვას, რაც, საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის ფასებზე აისახება. გენერაციის სიმძლავრე ფასდება ზაფხულის თვეებში გადამეტებული სიმძლავრის გამოყენების თავიდან ასარიდებლად და ინვესტიციების წასახალისებლად.

პროგრესული მეთოდოლოგია

გენერაციის ადეკვატურობის შესაფასებელი თანმიმდევრული მეთოდოლოგია გადამწყვეტია საქართველოს ენერგოსისტემისათვის ადეკვატურობის შესასწავლად გვამცნობს ბ-ნი ნიკოს ცაკალიდისი, პროექტის გუნდის ხელმძღვანელი.

ამ მიზნით, პროექტის გუნდმა შეიმუშავა უნიკალური „ადეკვატურობის მეთოდოლოგია“, რომელიც ეფუძნება „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორების ევროპული ქსელის“ (ENTSO-E) მოთხოვნებსა და, აგრეთვე, შეესაბამება ევროკავშირის სუფთა ენერგეტიკის პაკეტურ კანონმდებლობასაც. მეთოდოლოგია ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან მიღებული სიმძლავრის ცვალებადობას, რომელიც ძნელი გასათვლელია, მომდინარეობს რა ამინდთან დაკავშირებული ცვლადებიდან, როგორიცაა ქარი, მზე და წვიმა. გასათვალისწინებელია, რომ ქარისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების რაოდენობა, საქართველოში, იზრდება. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის მთელი გამომუშავების 18%-დე ასეთ წყაროებზე იქნება დაფუძნებული.

მეთოდოლოგია, აგრეთვე, ითვალისწინებს, ადეკვატურობის პროგნოზების სხვადასხვა ვადიანობასაც. პროგნოზირება შეიძლება მოკლევადიანი იყოს, საოპერაციო გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად, თუმცაღა, კანონმდებელი, მნიშვნელოვან, ქსელურ ინფრასტრუქტურასა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში, საშუალო- და გრძელვადიანი პროგნოზებით იხელმძღვანელებს.

მეთოდოლოგია, აგრეთვე, ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავებული, საქართველოს მიწოდების უსაფრთხოების ახალი წესების ნაწილსაც წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ მთავრობა ამ წესებს სექტემბერში დაამტკიცებს.

სწავლება და სასწავლო ტურები

გარდა მეთოდოლოგიის შემუშავებისა, პროექტის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სასწავლო ღონისძიება „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტებისათვის, ისევე, როგორც პრაქტიკული სემინარები, რომელთა ფარგლებშიც წარმოდგენილ იქნა შემოთავაზებული ადეკვატურობის საზომი მეთოდოლოგია საქართველოსთვის. გარდა ამისა, 2019 წლის ივლისში მოეწყო სასწავლო ტური გერმანული სისტემის ოპერატორთან, – „50 Hertz”, – სადაც „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტებმა გერმანელი კოლეგებისაგან შეისწავლეს ადეკვატურობის შეფასებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა დარგის ახალი რეგულაციების დანერგვის საქმეში“ გაიშვა 2019 წლის მარტში და წელიწადნახევარს გასტანს. პროექტს ახორციელებენ EGI (გერმანია) და LDK (საბერძნეთი). პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს „საქართველოს ენერგოსისტემას“ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაში ევროკავშირის კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2020