საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება

პროექტის აღწერა

ასოცირების შეთაბხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგი ერთობლივად აწესებს პრიორიტეტებს, რომელიც ამ შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. სხვა სფეროებთან ერთად ეს პრიორიტეტები მოიცავს ბიზნესისა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას. ეს გულისხმონს ბიზნესის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, კაპიტალის ბაზრის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნას და დავების გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემოღებას კომერციული დავებისა და კონტრაქტების აღსრულებისთვის. უკვე გადაიდგა ნაბიჯები (ეევროპული კანონმდებლობის მიხედვით მომზადდა გაკოტრების შესახენ კანონი და აღსრულების კოდექსი), რეფორმები აღსრულებას საჭიროებს, ხოლო ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს განხორციელების მიზნით შესაბამისი უნარებისა და პრაქტიკული მექანიზმების ჩამოყალიბებაა საჭირო.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობს და მის მთავარ მიმართულებას საქართველოში კომერიცული სამართლის განვითარება და პრაქტიკაში მისი დანერგვის გაუმჯობესება წარმოადგენს.
პროექტი ღოსნიძიებებს ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს:
– კომერციული სამართალწარმოების ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა
– სამეწარმეო სამართლისა და პრაქტიკის რეფორმის ხელშეწყობა
– გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გაუმჯობესების ხელშეწყობა
– სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა

კონკრეტული ამოცანა

საქართველოსა და მის რეგიონებში სოციო-ეკონომიკური განვითარება და საამისოდ სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულება კომერციული დავების გადასაწყვეტად.

მოსალოდნელი შედეგები

– ეფექტიანი სასამართლო პროცედურები
– მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის დანერგვა
– გაძლიერებული და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გადახდისუუნარობის პროცედურები
– სასამართლოს გადაწყვეტილებების უფრო ეფექტიანი აღსრულება

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021