საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად

Project banner

პროექტის აღწერა

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უფრო კარგად მოხდეს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტმა დახმარება გაუწია საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ინსტრუმენტების გაუმჯობესებაში ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობის გაუმჯობესების და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.
პროექტის ექსპერტები მუშაობდნენ შესაბამისი მარეგულირებელი, საზედამხედველო და აღსრულების ჩარჩოს გაუმჯობესებაზე ქართულ მხარესთან ერთად. პროექტი შედგებოდა ორი კომპონენტისგან და ორიენტირებული იყო საბანკო და საგადახდო სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და მის დანერგვაზე.
პოლონელი და ქართველი პარტნიორების ერთობლივი მუშაობა მოიცავდა კონსულტაციებს და ტრენინგებს საქართველოში და დისტანციურად ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით..
პროექტმა ხელი შეუწყო:
– მარეგულირებელი, საზედამხედველო და აღსრულებბის ჩარჩოს თანდათანობით დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად;
– საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციისა და შესაძლებლობების გაძლიერებას საბანკო და საგადახდო მომსახურების ბაზრის დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
– ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესებას საბანკო და საგადახდო მომსახურების სექტორის ბენეფიციარების დაცვისა და ფინანსური ბაზრის განვითარების მიზნით საქართველოში.

კონკრეტული ამოცანა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში, ასევე, მარეგულირებელი, საზედამხედველო და აღსრულების ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანდათანობით დაახლოება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

Twinning-ის პროექტი წარმატებით განხორციელდა 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე. იგი შედგებოდა ორი კომპონენტისაგან, რომელიც მოიცავდა პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო ორგანოების ერთობლივ ქმედებებს, საბანკო და საგადახდო სექტორის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირების მიზნით შესაბამისი დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე მოთხოვნების აღსრულებაში მხარდაჭერას.
პროექტმა ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში საბანკო და საგადახდო მომსახურებების ზედამხედველობის სფეროში, საკონსულტაციო და სასწავლო ღონისძიებების ყოვლისმომცველი განხორციელების გზით.
27 თვის განმავლობაში, UKNF–ის ექსპერტებმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტებთან თანამშრომლობით (და შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში პოლონეთის ეროვნული ბანკის, ლიეტუვას ბანკის, ბანკის საგარანტიო ფონდისა და ფინანსური ომბუდსმენის ბიუროს ექსპერტების ჩართულობით) წარმატებით დაასრულეს 61 სპეციალიზირებული საექსპერტო მისია თბილისში, აგრეთვე დისტანციურად. Covid-19- სთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, UKNF-მა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით შეცვალა პროექტის სტრუქტურა და თბილისში მისიები იქნა ჩანაცვლებული დისტანციურ on-line მისიებით.
პროექტი ფოკუსირებული იყო საბანკო კანონმდებლობაში ცვლილებების მომზადებაზე CRD IV / CRR პაკეტის მიხედვით და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი და აღსრულების ჩარჩოს გადახედვაზე ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად. პროექტის ერთობლივი აქტივობები მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობის მიერ შემოთავაზებული ან არსებული დებულებების ევროკავშირის მარეგულირებელ პაკეტში მოცემული წესების შესაბამისობის განხილვას და შეფასებას, სამართლებრივი ხარვეზების ანალიზს, იურიდიულ აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების ფორმულირებას, ექსპერტთა კონსულტაციებს, პოლონეთისა და ლიეტუვას გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, რეკომენდაციებისა და მითითებების გაცვლას პოლონეთში და ლიეტუვაში მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო გადაწყვეტილებების საფუძველზე.
მოცემული მითითებებისა და რჩევის გათვალისწინებით, მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციები და გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია ან საბოლოო კონსულტაციების ეტაპზეა, რაც საქართველოში მათ განხორციელებას უძღვის წინ . პროექტის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კანონები შეიცვლება ევროკავშირის წესების შესაბამისად; ეროვნული ბანკი მოახდენს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების რეორგანიზაციას და გაზრდის ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს საბანკო და საგადახდო მომსახურებების მხრივ.
ოპტიმიზირებული კანონმდებლობა, საზედამხედველო მეთოდიკა და სტანდარტები, რომლებიც ადაპტირებულია ევროკავშირის შესაბამის წესებსა და პრაქტიკასთან, გააუმჯობესებს საზედამხედველო უფლებამოსილების გამოყენების ეფექტურობას საბანკო და საგადახდო მომსახურებების მომხმარებელთა უკეთ დაცვისა და საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებისათვის. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში ფინანსური ბაზრის მოწესრიგებული ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და ფინანსური ბაზრის მონაწილეების უკეთ დაცვას.

მოსალოდნელი შედეგები

– საბანკო კანონმდებლობა გადასინჯული და დანერგილია CRD IV პაკეტის შესაბამისად, რომელიც მოიცავს კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებს, ინსტიტუტების ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაბამისობის კრიტერიუმებს, ლევერიჯის კოეფიციენტს, წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტს, მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხს, კორპორაციულ მართვას, მნიშნველოვანი წილის გადაცემასა და ლიცენზირებას, შიდა კაპიტალის შეფასებას და ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს.
– საგადახდო მომსახურების სამართლებრივი და აღსრულებადობის ჩარჩო გადასინჯულია ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად და მომზადებულია შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები, შემუშავებულია პრუდენციული ზედამხედველობის ჩარჩო, გადახდის ოპერაციების შესრულების წესები განახლებულია და მოქმედია, საგადახდო მომსახურების სისტემის ოპერატორების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესში შესატანი ცვლილებები მომზადებულია, კლიენტის ავთენტიფიკაციის მოთხოვნები და კომუნიკაციის უსაფრთხო ღია სტანდარტები შემუშავებულია.
– საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სწავლება და შეუძლიათ ახალი წესებისა და რეგულაციების გამოყენება.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Polish Financial Supervision Authority – UKNF

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021