საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის – სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი

Georgia East-West Highway

პროექტის აღწერა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა ქვეყნის სატრასპორტო კორიდორების გასაუმჯობესებლად. პროცესს მხარს უჭერს არაერთი დონორი, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ევროკავშირია. გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას სარგებელი მოაქვს ადამიანებისა და ეკონომიკისთვის, ზრდის კონკურენტუნარიანობას და მიმოსვლას.
პროექტის მიზანია საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასავლეთის ნაწილის განახლება და გაუმჯობესება სამტრედიიდან აჭარის რეგიონამდე, მთლიანობაში 68 კმ სიგრძის. მაგისტრალი იმ ევროპული დერეფნის ნაწილია, რომელიც საქართველოს გავლით ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი რეაბილიტაცია გააუმჯობესებს ძირითადი საგზაო დერეფნის პირობებს აზიასა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისთვის. სულ ევროკავშირის ფინანსური კონტრიბუცია შეადგენს 220,000,000 მილიონ ევროს -აქედან 20 მილიონი ევრო ევროკავშირისგან გრანტი, ხოლო 200 მილიონი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხია.

კონკრეტული ამოცანა

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გაუმჯობესებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საქართველოს, როგორც რეგიონალური ვაჭრობისა და სამგზავრო ჰაბად ჩამოყალიბება.

მოსალოდნელი შედეგები

– სამტრედიიდან აჭარის რეგიონამდე რეაბილიტირებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, 68 კმ,
– ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომელიც 120 კმ/სთ სიჩქარის გავითარების საშუალებას იძლევა
– გზა მიერთებული თბილისი – რიკოთის გვირაბთან (მსოფლიო ბანკი),
– გზა მიერთებული ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთთან
– გზა მიერთებული ქობულეთის შემოვლით გზასთან.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება

  • რეგიონები: იმერეთი; გურია; აჭარა

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2012-05-11

  • დასრულების თარიღი:
    2020-12-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
  • ბიუჯეტი:
    €20 000 000
  • ვებსაიტი:
    www.georoad.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/mrdi.gov.ge
    www.facebook.com/georoad.ge
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    292-623

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021