სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

Publications

პროექტის აღწერა

პროექტი ევროკავშირის მიერ მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე მიმართული ინიციატივის ნაწილია. იგი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენისა მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების მონიტორინგის გზით.

პროექტი აანალიზებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს, კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკას ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. იგი შეიმუშავებს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს და ხელს უწყობს დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.

კონკრეტული ამოცანა

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების შეფასების, ადვოკატირების და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების მონიტორინგის გზით.

მოსალოდნელი შედეგები

– გამოვლენილია პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული კანონმდებლობის, რიგი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების ხარვეზები და მათი მოგვარების მიზნით მომზადებულია კონკრეტული რეკომენდაციები.
– მომზადებულია ანალიტიკური ანგარიშები, რომლებიც ასახავს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში არსებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების სტატუსს
– სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ალიანსი აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას თბილისსა და რეგიონებში
– სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების შესაძლებლობები გაძლიერებულია კონკრეტული საკითხების ადვოკატირების მიზნით ტრენინგებისა და ვორკშოპების მეშვეობით
– ალიანსის წევრები და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი სახელმწიფოსთან დიალოგში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე
– სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერება (მათ შორის მედიის წარმომადგენლების) გაზრდილია.

საკომუნიკაციო მასალები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Gallery


PENAL REFORM INTERNATIONAL UK LGB

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2018-03-14

  • დასრულების თარიღი:
    2020-05-13

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    PENAL REFORM INTERNATIONAL UK LGB
  • ბიუჯეტი:
    €460 170
  • ვებსაიტი:
    www.penalreform.org
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/Penal-Reform-International-South-Caucasus-Regional-Office-414206275281240
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    396-004
  • ტეგები:

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021