სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მართლმსაჯულების სექტორისთვის განხორციელებული პროგრამის (EU4Justice) ნაწილს და მისი დანიშნულებაა წვლილი შეიტანოს საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის შემდგომი ეტაპების წარმატებაში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
პროექტი გრძელვადიან ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და სხვები, რათა უფრო კარგად გატარდეს მართლმსაჯულებისთვის საჭირორ რეფორმები და გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, ეფექტურები, მიუკერძოებლები, პროფესიონალები და პოლიტიკური თუ სხვა სახის არასასურველი ზეგავლენიდან თავისუფალი ორგანიზაციები.
უფრო კონკრეტულად კი, პროექტი:
– იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხმარება მოსამართლეთა დანიშვნისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შიდა რეგულაციებისა და პროცედურების დახვეწაში
– წვლილი შეაქვს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წინაშე დისციპლინარული დარღრვევების სწორად წარდგენის პროცესში
– ევროპის სასამარლოსთან თანამშრომლობით დახმარებას უწევს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით
– ეხმარება მსხვერპლზე ფოკუსირებული აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების ჩამოყალიბებაში ევროპის სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პოლიტიკის მიხედვით.

კონკრეტული ამოცანა

საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმების ხელშეწყობა, ევროპის სასამარლოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების შემოღებით.

მოსალოდნელი შედეგები

– იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასინჯული შიდა რეგულაციები და პროცესები
– შექმნილი დისციპლინარული დარღვევების ჯგუფები
– მართლმსაჯულების რეფორმების მესამე ტალღაში დარჩენილი მოგვარებული პრობლემები
– ევროპის სასამართლოსთან გაძლიერებული თანამშრომლობა
– აღდგენითი მართლმსაჯულების დანერგილი პრინციპიები

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Hulla & Co Human Dynamics KG

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება; ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-03-15

  • დასრულების თარიღი:
    2021-03-15

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Hulla & Co Human Dynamics KG
  • ბიუჯეტი:
    €525 000
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/EU4JusticeJudiciary
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    413-934
  • ტეგები:

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021