სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში

პროექტის აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის შემუშავებასა და დანერგვაში და საჭირო პროცედურების მომზადებაში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროში პროგრესის გაღრმავების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული უწყებების ძალისხმევას დანერგონ ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და ევროპის საუკეთესო პრაქტიკა ამ მნიშვნელოვან სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად, ორწლიანი პროექტის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტები ლატვიის, ესტონეთისა და შვედეთის შესაბამისი ინსტიტუტებიდან იმუშავებენ ქართველ კოლეგებთან ერთად რამდენიმე მიმართულებით, რაც მოიცავს კანონმდებლობის შემუშავებას, ტრენინგების ჩატარებასა და სხვა ინსტრუმენტების მომზადებას სურსათის უვენბლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. უფრო ფართო თვალსაზრისით, პროექტი და მისი შედეგები უნდა დაეხმაროს საქართველოს განავითაროს ქმედითი საბაზრო ეკონომიკა და შეძლოს ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული კონკურენცია, მომხმარებელთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების მიღწევასთან ერთად.

პროექტი შედგება სამი კომპონენტისგან, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობას სამ ძირითად სფეროში: ა) კანონმდებლობის დაახლოება, ბ) შესაძლებლობების გაძლიერება და გ) კანონმდებლობის აღსრულება.

პირველ მიმართულებაში, პროექტი განახორციელებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის შესახებ შესაბამისი კანონმდებლობის რევიზიასა და საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებების მომაზადებას. ლატვიის, ესტონეთისა და შვედეთის ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული პოლიტიკის კანონმდებლობასთან (თავი 12) დაახლოების ეფექტურად ფუნქციონირებადი პროცესის შექმნაში.
მეორე მიმართულება ფოკუსირებულია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერაზე, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე, რათა სურსათის პირველადი წარმოებისას უფრო ეფექტურად დანერგოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტები და სააგენტო უკეთესად იყოს მომზადებული, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული საკითხების გადასაჭრელად. აღნიშნული მიმართულება მოიცავს სურსათის ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და ვეტერინარულ სტანდარტების პირველად წარმოებაში არსებული მდგომარეობის შეფასებას, ასევე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, სახელმძღვანელო პრინციპების, რეკომენდაციებისა და ტრენინგ მასალების მომზადებას. პროექტის ეს კომპონენტი მოიცავს ბიომრავალფეროვნების საკითხსაც.

მესამე მიმართულება ითვალისწინებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ახალი კანონმდებლობის მხარდაჭერის აღსრულებას. დაგეგმილია, ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სისტემის გაუმჯობესება. მომხმარებლებისთვის სურსათის უვნებლობა გაიზრდება და ხელი შეეწყობა საკვების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს რისკების ოფიციალური შეფასების იმპლემენტაციას, იმპორტირებული საკვების მონიტორინგის გაუმჯობესებას, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის გაძლიერებას, სასაზღვრო პროცედურების რევიზიასა და სასაზღვრო კონტროლოს საკითხებზე სამუშაო შეხვედრების (ვორკშოპების) ჩატარებას.

კონკრეტული ამოცანა

პროექტის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირის კანონმდებლობის დანერგვის მიზნით, რაც გულისხმობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უკვე არსებული და გაუმჯობესებული ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას, და სხვა იმ ძირითადი სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერას, რომლებიც ეხმარებიან სურსათის ეროვნულ სააგნეტოს თავისი მოვალეობების შესრულებაში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის მოსალოდნელი შედეგები დაყოფილია სამი ძირითადი სფეროს მიხედვით, რომლებშიც ცალ-ცალკე განსაზღვრულია უფრო კონკრეტული ქვე-შედეგები, კერძოდ:
სფერო 1: ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ეფექტური დაახლოების უზრუნველსაყოფად, სუსრსათის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული და საოპერაციო შესაძლებლობების მხარდაჭერა
• ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გეგმის შესაბამისად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობა შემუშავებული და მიღებულია ეფექტურად.
• ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კანონმდებლობის წარმატებულ იმპლემენტაციაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტის სისტემა.
სფერო 2: ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული საკითხებისა და პირველადი წარმოების ჰიგიენისა და უვნებლობის სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერა
• შემუშავდა და ეფექტურად დაინერგა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის მონიტორინგის/მეთვალყურეობის პროგრამები
• შემოღებულია ვეტერინარული ბიო-უსაფრთხოების ზომები
• პირველადი წარმოების სფეროში ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა გაძლიერებულია
• ფიტოსანიტარული ინფორმაციის სისტემა შექმნილია
სფერო 3: ქვეყანაში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ახლადაახლოებული სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კანონმდებლობის აღსრულების მხარდაჭერა
• ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა გაძლიერებულია
• ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის (სფს) საზღვრის შემოწმების კონტროლი გაძლიერებულია
• მცენარეთა ჯანმრთელობისა და მცენარეული წარმოების პროდუქტების კონტროლის შესაძლებლობები გაძლიერებულია
• ქვეყანაში ცხოველთა დაავადებების კონტროლის შესაძლებლობები გაძლიერებულია.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Food and Veterinary Service of the Ministry of Agriculture of Latvia; Agriculture and Food Board of the Ministry of Rural Affairs of Estonia; Swedish Board of Agriculture; State Plant Protection Service of Latvia under the Ministry of Agriculture of the Republic of Latvia

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: მთელი საქართველო

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-10-19

  • დასრულების თარიღი:
    2022-11-01

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Food and Veterinary Service of the Ministry of Agriculture of Latvia; Agriculture and Food Board of the Ministry of Rural Affairs of Estonia; Swedish Board of Agriculture; State Plant Protection Service of Latvia under the Ministry of Agriculture of the Republic of Latvia
  • ბიუჯეტი:
    €1 450 000
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/National.Food.Agency
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    418-130
  • ტეგები:

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021