სამართლიანი არჩევნები საქართველოსთვის

პროექტის აღწერა

დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტი 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას შეუწყობს ხელს. მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია განახორციელებს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე, ხელს შეუწყობს საარჩევნო რეფორმასა და ამომრჩეველთა განათლებას უმცირესობებით დასახლებულ და ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებში.

პროექტი რამდენიმე სახის კომპონენტს მოიცავს, მათ შორისაა:
– საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა ფართომასშტაბიანი და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით; ამ კომპონენტის ფარგლებში, მოხდება საარჩევნო დარღვევებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პრაქტიკების სიღრმისეული კვლევაც;
– არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება რეფორმების ადვოკატირებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგის მეშვეობით;
– არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირების ინოვაციური ინსტრუმენტების შემუშავება;
– მოქალაქეთა მონაწილეობის დაზრდა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვა უმცირესობებით დასახლებულ და ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებში.
ამომრჩეველთა და სამოაქალაქო განათლების კამპანიები ხორციელდება მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან და ოთხამდე სხვა რეგიონულ და ადგილობრივ ქვეგრანტიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. პროექტი თანადაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

კონკრეტული ამოცანა

2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩატარების უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი შედეგები

– ორი ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მოიცავს 140-მდე გრძელვადიან დამკვირვებელს, 2000-მდე მოკლევადიან დამკვირვებელს და 70-მდე მობილურ ჯგუფს;
– წინასაარჩევნო შეფასების ორი დოკუმენტი, ცხრა წინასაარჩევნო ანგარიში, არჩევნების დღის 10-მდე განცხადება და ორი საბოლოო ანგარიში;
– ორივე არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დააკვირდება; 200-მდე საარჩევნო ინციდენტის აღნუსხვა საარჩევნო პორტალზე და აღმოჩენილი დარღვევების გასაჩივრება შესაბამისი წესით;
– ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების განხორციელების რეგულარული დააკვირვება, მოკვლევა და შეაფასება;
– ადვოკატირების ღონისძიებები მიმდინარე და გასული არჩევნებისას გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებებით;
– ოთხი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ განახორციელებული ამომრჩეველთა განათლების ღონისძიებები უმცირესობებით დასახლებულ და ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებში;
– მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების მიერ ჩაატარებული ტრენინგები და არაფორმალურ შეხვედრები ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში).

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


International Society for Fair Elections and Democracy Union

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: მთელი საქართველო

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-01-01

  • დასრულების თარიღი:
    2021-12-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    International Society for Fair Elections and Democracy Union
  • ბიუჯეტი:
    €200 000
  • ვებსაიტი:
    isfed.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/isfed.official
    twitter.com/isfed_official
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    411-990

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021