პოსტ-ინდუსტრიული ქალაქების რევიტალიზაციის პროექტი

პროექტის აღწერა

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ადგილობრივ მთავრობებს ისეთი ინიციატივების განხორციელებაში, რომელიც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში უფრო კარგი მმართველობის ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული.
პროექტი იმერეთის მონო-ინდუსტრიულ ქალაქებს – ზესტაფონს, ტყიბულსა და ჭიათურას ეხმარება ინდუსტრიული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელი საქმიანობის განხორციელებაში. მისი მიზანია დაეხმაროს ახალი გზების მოძიებაში, რაც ხელს შეუწყობს პოსტ-ინდუსტრიულ ქალაქებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწყისს. ეს მოიცავს ადგილობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას, სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავების შეასძლებლობას, პარტნიორობის შექმნას ეფექტური კორდინაციისათვის და აღნიშნული ადგილობრივი პარტნიორობის აქტიურ ჩართვას განვითარების აქტივობებში, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ და სახელმწიფო დონზე.

პროექტი ხელს უწყობს:
– ადგილობრივი პარნიორობის ეფექტურ მუშაობას და ქალთა აქტიურ ჩართვას პროცესებში.
– მონაწილე მუნიციპალიტეტებისათვის, ევროკავშირის გამოციდელებასა და პრინციპებზე, დაფუძნებული რევიტალიზაციის სამოქმედო გეგმის მომზადებას, რომელიც მოიცავს ასევე გარემოსდაცვით რესურსებს
– ადგილობრივი ადმინისტრაციისა და პარტნიორობების უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა ჩაერთონ ინდუსტრიული რეგენრაციის პროცესებში რაც ასევე მისცემს მათ შესაძლებლობას დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ კონკრეტული პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას.

კონკრეტული ამოცანა

მონო-ინდუსტრიული ქალაქების რევიტალიზაცია მრვალსაფეხურიანი მმართველობისა და ადგილობრივი პარტრნიორობის ეფექტური სისიტემის შექმნის მეშვეობით.

მოსალოდნელი შედეგები

– ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა განვითარების პროცესებში, კონრეტულად კი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.
– მმართველობის ერთობლივი მოდელის გამოყენება, რაც მოიცავს თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებას, გუბერნატორის ადმინისტრაციას, ცენტრალურ ინსტიტუტებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის.
– ადგილობრივი ადმინისტრაციის, არასამთოვრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის მიერ ერთობლივად შემუშავებული და განხორციელებული რევიტალიზაციის სამოქმედო გეგმები.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Sustainable Development Organization

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: იმერეთი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2019-01-01

  • დასრულების თარიღი:
    2021-03-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Sustainable Development Organization
  • ბიუჯეტი:
    €315 000
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    402-519

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021